ჭდე: სერვერი

სერვერული აპარატურის კომპლექტაცია

სერვერული აპარატურის კომპლექტაცია

სერვერი - აპარატურული თვალსაზრისით შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სპეციალიზირებული კომპიუტერი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია, მასში ჩაწერილი სერვერული ოპერაციული სისტემის სერვისების სამართავად. სერვერ კომპიუტერებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მოთხოვნები კლიენტი კომპიუტერებისგან და უპასუხოს მათ.  მიზანი შესაძლებელია იყოს მონაცემთა ან აპარატურული და პროგრამული რესურსების გაცვლა კლიენტებს შორის. ამგვარი არქიტექტურა იწოდება როგორც  კლიენტი-სერვერი მოდელი. ტიპიურ კომპიუტერულ სერვერებს მიეკუთვნება: მონაცემთა ბაზის სერვერები, ფაილური სერვერი, საფოსტო სერვერი, ვებ სერვერი, სათამაშო სერვერი, ბეჭდვის სერვერი, გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის სერვერები. შენიშვნა: მიუხედავად ტიპისა და აპარატურული შესაძლებლობებისა, სერვერული სერვისების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ კომპ
სერვერული ინფრასტრუქტურის მომსახურება/განვითარება

სერვერული ინფრასტრუქტურის მომსახურება/განვითარება

გარე მეხსიერების ის მოწყობილობები, რომლებიც დღევანდელ გამოთვლით სისტემებში გამოიყენება (ხისტი, ნახევარგამტარული, ოპტიკური), თავისთავად წარმოადგენენ ინფორმაციის საიმედო მატარებლებს ფუნქციონირების მრავალწლიანი გარანტიით, თუმცა ცხადია, მათი პირდაპირი გამოყენება განსაკუთრებით სერვერულ სისტემებში მიუღებელია. კრიტიკული ინფორმაციის (საბანკო და სადაზღვევო მონაცემთა ბაზები, სახელმწიფო და კორპორაციული ინფორმაცია) ერთ ეგზემპლარად შენახვა ინფორმაციის დაკარგვის თუნდაც მინიმალური რისკით გაუმართლებელია. სარეზერვო კოპირების და არქივაციის (იხ. ქვემოთ) ინსტრუმენტები შეიძლება ინფორმაციის კარგვისგან თავდაცვის ერთერთ მოხერხებულ მეთოდად მივიჩნიოთ, მათი გამოყენება მაინც არასაკმარისია ინფორმაციის საიმედო შენახვის პრაქტიკულად გარანტირებული უზრუნველყოფისთვის. კომპიუტერული აპარატურის მწარმოებლები გვთავაზობენ სხვადა