ჭდე: სწვალა

შესაძლებელია თუ არა უცხო ენის შესწავლა სმარტფონების მეშვეობით

შესაძლებელია თუ არა უცხო ენის შესწავლა სმარტფონების მეშვეობით

უცხო ენის შესწავლა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. გარდა ძვირადღირებული სესიებისა, რომელიც სოლიდური ოდენობის თანხა ჯდება, საჭიროა უამრავი ენერგია და მოტივაცია. სწავლის პროცესი კი უმეტესწილად მოძველებულია. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უცხო ენების შესწავლაც პორტატული გახდა. ჯერ კიდევ 10 წლის წინ, მხოლოდ პერსონალური კომპიუტერებისთვის არსებობდა ადაპტირებული PDF სახელმძღვანელოები, რომელიც ცნობილმა Rosetta Stone-ის პროგრამამ ჩაანაცვლა. მიუხედავად ყველა იმ დადებითი თვისებისა, რაც ამ პროგრამას გააჩნდა (ინტუიციური სავარჯიშოები, ხმოვანი, მოსასმენი ჩანაწერები და ა.შ.), Rosetta Stone იყო საკმაოდ მძიმე, ფასიანი პროდუქტი, რომლის დაინსტალირებაც კომპიუტერის Hard Drive-ზე ხდებოდა, რაც თავის მხრივ შეიცავდა პროგრესის წაშლისა თუ დავირუსების რისკებს. დღესდღეობით არსებობს რამდენიმე სრული