ჭდე: ჯავასკრიპტი

მასივები

მასივები

მონაცემთა ნაკრებისთვის გამოიყენება მასივები. მასივის შესაქმნელად გამოიყენება ფუნქცია new Array(): var myArray = new Array(); არსებობს მასივის ინიციალიზაციის უფრო მოკლე ხერხიც: var myArray = []; მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვქმნით ცარიელ მასივს. თუმცა შეიძლება დავამატოთ საწყისი მონაცემები: var people = ["Tom", "Alice", "Sam"]; console.log(people); ამ შემთხვევაში მასივში myArray იქნება სამი ელემენტი. გრაფიკულად შეიძლება გამოვსახოთ ასე: ინდექსი ელემენტი 0 Tom 1 Alice 2 Sam მასივის ცალკეულ ელემენტებთან მიმართვისთვის გამოიყენება ინდექსი. ათვლა იწყება ნულიდან, შესაბამისად პირველი ელემენტის ინდექსი არის 0, ხოლო ბოლო ელემენტისა - 2: var people = ["Tom", "Alice", "Sam"]; console.log(people[0]); // Tom var person3 = people[2]; // Sam console.log(pers
რას წარმოადგენს Javascript?

რას წარმოადგენს Javascript?

დღეისათვის ვებსაიტების სამყაროს წარმოდგენა Javascript-ის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. Javascript - ეს არის ის, რაც აცოცხლებს ვებსაიტებს, რომელთაც ყოველდღიურად ვათვალიერებთ ჩვენს ბრაუზერებში. Javascript შეიქმნა 1995 წელს კომპანია Netscape-ს მიერ, როგორც სცენარების ენა ბრაუზერისთვის Netscape Navigator 2. თავდაპირველად ენას ერქვა LiveScript, მაგრამ იმ დროისათვის პოპულარული სხვა ენის Java LiveScript ტალღაზე გადაერქვა სახელი და დაერქვა JavaScript. ეს მომენტი გარკვეულ გაუგებრობას იწვევს : ზოგიერთ დამწყებ დეველოპერს Java და JavaScript ლამის ერთი ენა ჰგონია. სინამდვილეში ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ენაა, რომლებიც ერთმანეთთან მხოლოდ დასახელების მსგავსებითაა დაკავშირებული. თავდაპირველად JavaScript-ს გააჩნდა შეზღუდული შესაძლებლობები. მისი მიზანი იყო, დაემატებინა ვებგვერდისთვის მცირეოდე