ჭდე: Amazon

Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი ახალ ამბებს პროფესიონალურად წაიკითხავს

Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი ახალ ამბებს პროფესიონალურად წაიკითხავს

სულ მალე Alexa ახალ ამბებს პროფესიონალურად წაიკითხავს. Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი მომხმარებლებს ახალ ამბებს ზედმეტი „ხელოვნურობის გარეშე“, ადამიანი წამყვანის მსგავსად გააცნობს. ამის შესახებ The Verge-ი წერს. როგორც კომპანიაში განმარტეს, ხმოვანი ასისტენტი ხმის სინთეზატორს იყენებს, რომელიც ადამიანის ლაპარაკის ჩანაწერის შესწავლის საფუძველზე გამოთქმებს აუმჯობესებს და ტექსტს „ადამიანივით“ კითხულობს. რობოტის განახლებული ლაპარაკის რეჟიმი სავარაუდოდ 2019 წლიდან ამოქმედდება. Alexa-ს ლაპარაკის განვითარების რამდენიმე ფაზას მოუსმინეთ სამ აუდიოფაილზე. მანამდე ჩინეთში ახალი ამბების წამყვანი რობოტი შექმნეს. წყარო:imedinews.ge