ჭდე: Apple

Apple-ის გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გაშიფრეს

Apple-ის გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გაშიფრეს

MAC, OS
Paradise Papers-ის მონაცემებით გამოჩნდა, რომ ირლანდიის საგადასახადო ცვლილებების შემდეგ, Apple-მა დაბალი გადასახადების შესანარჩუნებლად, 252 მილიარდი დოლარი ბრიტანეთის კუნძულ ჯერსიზე გადაიტანა. 2014 წლამდე, აშშ-სა და ირლანდიის საგადასახადო კანონმდებლობაში, კომპანია ე.წ. ორმაგ ირლანდიურ ხვრელს იყენებდა. იმის ნაცვლად, რომ Apple-ს ირლანდიაში 12,5% გადასახადი გადაეხადა, ან აშშ-ში - 35%, თავის არიდების სტრუქტურამ კომპაიას საშუალება მისცა გადასახადების სახით მხოლოდ 5% გაეცა, რამდენიმე წელიწადში კი ეს მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა. მონაცემების მიხედვით, აშშ-ის გარეთ Apple-ს 44,7 მილიარდი დოლარი აქვს და უცხოურ ხელისუფლებებს გადასახადის სახით მხოლოდ 1,65 მილიარდი დოლარი გადაუხადეს, რაც დაახლოებით 3,7%-ია. 2013 წელს, როდესაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ Apple-ის ირლანდიურ გარიგებას გამოიძიებდა, ირლა
iPhone 8-ზე მოთხოვნამ იკლო

iPhone 8-ზე მოთხოვნამ იკლო

Apple-ის აქციები 1,5%-ით დაეცა. მიზეზად ახალ iPhone 8-ზე საკმაოდ დაბალი მოთხოვნა სახელდება, იკლო სმარტფონზე წინასწარი შეკვეთის რაოდენობამაც. აღსანიშნავია ისიც, რომ Apple-ის წინა თაობის სმარტფონები უფრო დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ვიდრე აღნიშნული მოდელი. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნებს ახალი iPhone X გაზრდის და ის გაყიდვების ლიდერი გახდება. საიუბილეო სმარტფონის პრეზენტაცია კი 27 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
Apple მოხრილ iPhone-ს გამოუშვებს

Apple მოხრილ iPhone-ს გამოუშვებს

MAC
კომპანია Apple-მა მოხრილ iPhone-ზე მუშაობა დაიწყო. როგორც გამოცემა The Investor წერს, სიახლე LG-სთან კოლაბორაციას წარმოადგენს. ცნობილი ხდება, რომ ამ უკანასკნელმა ინჟინერების ცალკე ჯგუფი უკვე შექმნა, რომლებიც iPhone-სთვის აღნიშნულ სიახლეზე იმუშავებენ. ინფორმაცია პირველად 2016 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ანონიმი წყაროს ცნობით, სიახლე iPhone 2020 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამ მომენტისთვის, iPhone X-ის OLED-პანელს კომპანია Samsung ქმნის. ამასთან ერთად, კორეული მწარმოებელი საკუთარი საკეცი Galaxy X-ის გამოსაშვებადაც ემზადება.