ჭდე: ASP.NET

რას წარმოადგენს Javascript?

რას წარმოადგენს Javascript?

JAVASCRIPT, WEB
დღეისათვის ვებსაიტების სამყაროს წარმოდგენა Javascript-ის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. Javascript - ეს არის ის, რაც აცოცხლებს ვებსაიტებს, რომელთაც ყოველდღიურად ვათვალიერებთ ჩვენს ბრაუზერებში. Javascript შეიქმნა 1995 წელს კომპანია Netscape-ს მიერ, როგორც სცენარების ენა ბრაუზერისთვის Netscape Navigator 2. თავდაპირველად ენას ერქვა LiveScript, მაგრამ იმ დროისათვის პოპულარული სხვა ენის Java LiveScript ტალღაზე გადაერქვა სახელი და დაერქვა JavaScript. ეს მომენტი გარკვეულ გაუგებრობას იწვევს : ზოგიერთ დამწყებ დეველოპერს Java და JavaScript ლამის ერთი ენა ჰგონია. სინამდვილეში ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ენაა, რომლებიც ერთმანეთთან მხოლოდ დასახელების მსგავსებითაა დაკავშირებული. თავდაპირველად JavaScript-ს გააჩნდა შეზღუდული შესაძლებლობები. მისი მიზანი იყო, დაემატებინა ვებგვერდისთვის მცირეოდე