ჭდე: C#

ინკაფსულაცია

ინკაფსულაცია (encapsulation) არის დაპროგრამების მექანიზმი, რომელიც აერთიანებს პროგრამის კოდსა და იმ მონაცემებს, რომლებთანაც ეს კოდი მუშაობს, აგრეთვე, გამიჯნავს მათ (კოდსა და მონაცემებს) სხვა პროგრამების მხრიდან მიმართვებისაგან. ამით ხდება მათი დაცვა არასწორი გამოყენებისაგან. ობიექტზე ორიენტირებულ ენაში პროგრამის კოდი და მონაცემები ერთმანეთს ისე უკავშირდება, რომ ქმნიან ერთ ავტონომიურ სტრუქტურას, რომელსაც ობიექტი ეწოდება.  ობიექტის შიგნით პროგრამის კოდი და მონაცემები სხვა ობიექტებისათვის შეიძლება იყოს დახურული (private) ან ღია (public). დახურულ (პრივატულ) კოდთან და მონაცემებთან მიმართვა შეუძლიათ მხოლოდ ამავე ობიექტში აღწერილ კოდებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დახურულ კოდსა და მონაცემებს ვერ მივმართავთ პროგრამის სხვა ნაწილიდან, რომელიც ობიექტის გარეთაა მოთავსებული. ღია (საერთოწვდომის) კოდთან და მო

ტიპების გარდაქმნა

Keywords
დაპროგრამების დროს, როგორც წესი, ერთი ტიპის მქონე ცვლადს შეგვიძლია მივანიჭოთ მხოლოდ ამავე ტიპის მნიშვნელობა, ე.ი. მინიჭების ოპერატორის მარცხნივ მოთავსებულ ცვლადსა და მარჯვნივ მოთავსებულ გამოსახულებას ერთნაირი ტიპები უნდა ჰქონდეს. მაგრამ, რიგ შემთხვევებში, საჭირო ხდება ერთი ტიპის ცვლადისათვის სხვა ტიპის მნიშვნელობის მინიჭება. მაგალითად, double ტიპის ცვლადს შეგვიძლია მივანიჭოთ int ტიპის ცვლადის მნიშვნელობა: int mteli; double wiladi; mteli = 25; wiladi = mteli; თუ მინიჭების ოპერატორში გამოიყენება მონაცემთა თავსებადი ტიპები, მაშინ მინიჭების ოპერატორის მარჯვნივ მოთავსებული გამოსახულების ტიპი ავტომატურად გარდაიქმნება მარცხნივ მოთავსებული ცვლადის ტიპად. აქედან გამომდინარე, ჩვენს მაგალითში mteli ცვლადის ტიპი ჯერ გარდაიქმნება double ტიპად და შემდგომ მისი მნიშვნელობა მიენიჭება wiladi ცვლადს.

ცვლადები და მათი ინიციალიზება

Keywords
ცვლადი არის მეხსიერების სახელდებული უბანი, რომელსაც მნიშვნელობა ენიჭება. ეს მნიშვნელობა შეიძლება შეიცვალოს პროგრამის მუშაობის პროცესში. ოპერატორს, რომლის საშუალებითაც ხდება ცვლადების გამოცხადება, შემდეგი სინტაქსი აქვს: ტიპი ცვლადის_სახელი; სადაც, ტიპი ცვლადის ტიპია, ცვლადის_სახელი - კი მისი სახელი. ნებისმიერი ცვლადი გამოცხადებული უნდა იყოს მის გამოყენებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება შეცდომას. ამასთან, ცვლადს უნდა მიენიჭოს მხოლოდ შესაბამისი ტიპის მნიშვნელობები. მაგალითად, bool ტიპის ცვლადს უნდა მიენიჭოს true ან false მნიშვნელობა და არა წილადი ან სხვა. ავტ: რომან სამხარაძე
C#

C#

I ნაწილი. C# ენა თავი 1. შესავალი პროგრამირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა დაპროგრამების ენები გამოიყენება ისეთი მრავალფეროვანი ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიცაა მონაცემთა საინფორმაციო სისტემების მართვა, რთული მათემატიკური და ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტა, მედიცინა და ა.შ. C# ენა, რომელიც შეიმუშავა Microsoft კომპანიამ, მთლიანად პასუხობს პროგრამირების თანამედროვე სტანდარტებს და განკუთვნილია .NET Framework ტექნოლოგიის განვითარების უზრუნველყოფისათვის. ის არის დაპროგრამების მძლავრი ენა განკუთვნილი Windows გარემოში მომუშავე თანამედროვე კომპიუტერული სისტემებისთვის, რომლებიც იყენებენ ინტერნეტ-ტექნოლოგიებს. (more…)