ჭდე: decimal და double

ტიპების გარდაქმნა

Keywords
დაპროგრამების დროს, როგორც წესი, ერთი ტიპის მქონე ცვლადს შეგვიძლია მივანიჭოთ მხოლოდ ამავე ტიპის მნიშვნელობა, ე.ი. მინიჭების ოპერატორის მარცხნივ მოთავსებულ ცვლადსა და მარჯვნივ მოთავსებულ გამოსახულებას ერთნაირი ტიპები უნდა ჰქონდეს. მაგრამ, რიგ შემთხვევებში, საჭირო ხდება ერთი ტიპის ცვლადისათვის სხვა ტიპის მნიშვნელობის მინიჭება. მაგალითად, double ტიპის ცვლადს შეგვიძლია მივანიჭოთ int ტიპის ცვლადის მნიშვნელობა: int mteli; double wiladi; mteli = 25; wiladi = mteli; თუ მინიჭების ოპერატორში გამოიყენება მონაცემთა თავსებადი ტიპები, მაშინ მინიჭების ოპერატორის მარჯვნივ მოთავსებული გამოსახულების ტიპი ავტომატურად გარდაიქმნება მარცხნივ მოთავსებული ცვლადის ტიპად. აქედან გამომდინარე, ჩვენს მაგალითში mteli ცვლადის ტიპი ჯერ გარდაიქმნება double ტიპად და შემდგომ მისი მნიშვნელობა მიენიჭება wiladi ცვლადს.