ჭდე: host

ვებ-ინფრასტრუქტურის აგებულება

ვებ-ინფრასტრუქტურის აგებულება

   თანამედროვე ელექტრონულ ინფორმაციულ პროცესებში ვებ-ტექნოლოგიის როლი განუხრელად იზრდება. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში რამდენიმე მეცნიერის (ვანევარ ბუში, ტედ ნელსონი, დაგლას ენგელბარტი) მიერ ჰიპერტექსტური ინფორმაციული მოდელის შექმნამ, ხოლო 1990 წელს CERN-ში ტიმ ბერნერს-ლის მიერ World Wide Web (WWW)-ტექნოლოგიის დამუშავებამ უდიდესი ციფრული ინფორმაციული სივრცის - მსოფლიო აბლაბუდის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. დღეს როგორც გლობალური, ასევე ლოკალური (კორპორაციული) ინფორმაციული სისტემების დიდი ნაწილი ვებ-ტექნოლოგიის საფუძველზე იქმნება, ხოლო ძველი, დესკტოპ-აპლიკაციების ახალი ვერსიებიც, როგორც წესი, იმავე მიმართულებით ვითარდებიან.     მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მსოფლიო აბლაბუდა ინფორმაციული კონტენტის მხოლოდ გამოყენებას (ვებ-გვერდის წაკითხვა, ფაილების და პროგრამების ჩამოტვირთვა და ა.შ.) ითვალისწინ