ჭდე: iPhone 7

iPhone 7 გზაში აფეთქდა,

iPhone 7 გზაში აფეთქდა,

Samsung Galaxy Note 7-ის თავს დატრიალებული საზარელი ამბების ექო iPhone-ის ირგვლივაც გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეფონი გზაში, მომხმარებლის მიერ გამოწერიდან მისამართზე მისვლამდე აფეთქდა. ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდება სმარტფონის ფოტოები, რომელზეც მოწყობილობა აფეთქებულსა და დამწვარს ჰგავს. ბევრი მომხმარებლის აზრით, Note 7-ის პრობლემებმა თავი Apple-ის უახლეს სმარტფონშიც იჩინა. დაზიანებული iPhone 7 Plus-ის ფოტოებს Reddit-ის მომხმარებელი „kroopthesnoop“-ი აქვეყნებს. „ქარხანასა და ჩემს სახლს შორის გზაზე, რაღაც მოხდა“, — ამბობს მომხმარებელი და მიუთითებს, რომ პრობლემა გზაში, ჯერ კიდევ ტელეფონს გამოყენებამდე მოხდა. როგორც ჩანს, ტელეფონი ტრანსპორტირებისას დაზიანდა. ბატარეები, რომლებსაც iPhone და სხვა მოწყობილობები იყენებს, როგორც წესი, ყოველთვის უსაფრთხოა, თუმცა უკიდურესად საშიში ხდება გახვ