ჭდე: iPhone

Apple მოხრილ iPhone-ს გამოუშვებს

Apple მოხრილ iPhone-ს გამოუშვებს

MAC
კომპანია Apple-მა მოხრილ iPhone-ზე მუშაობა დაიწყო. როგორც გამოცემა The Investor წერს, სიახლე LG-სთან კოლაბორაციას წარმოადგენს. ცნობილი ხდება, რომ ამ უკანასკნელმა ინჟინერების ცალკე ჯგუფი უკვე შექმნა, რომლებიც iPhone-სთვის აღნიშნულ სიახლეზე იმუშავებენ. ინფორმაცია პირველად 2016 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ანონიმი წყაროს ცნობით, სიახლე iPhone 2020 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამ მომენტისთვის, iPhone X-ის OLED-პანელს კომპანია Samsung ქმნის. ამასთან ერთად, კორეული მწარმოებელი საკუთარი საკეცი Galaxy X-ის გამოსაშვებადაც ემზადება.
დრეკადი iPhone 8

დრეკადი iPhone 8

დიზაინერმა ენდი ჯილისმა კონცეპტუალურ iPhone 8-ს დრეკადი სახე მისცა. ავტორის აზრით, სმარტფონის გადახრა არამარტო ნებისმიერი მიმართულებით, არამედ მაჯის საათად გამოყენებაც კი შესაძლებელი იქნება. სმარტფონის დისპლეის მთელს მის წინა მხარეს იკავებს, ხოლო რადგანაც კორპუსი მთლიანად დრეკადი იქნება, სმარტფონის ყველა კომპონენტი დრეკადი კომპონენტისგან უნდა იყოს შემდგარი. კონცეპტუალური iPhone 8-ის გადაკეცვა შუაზეც შესაძლებელი იქნება, იმ შემთხვევაში თუ ჯიბეში ჩაიდებთ, სადაც გასაღები ან სხვა ისეთი ნივთი გიდევთ, რამაც შეიძლება ეკრანი დაკაწროს https://www.youtube.com/watch?v=b2PhbX1ZFWQ წყარო: ფორტუნა+
ინტერნეტში iPhone 8-ის ახალი კონცეპტის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტში iPhone 8-ის ახალი კონცეპტის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

მართალია Apple-ის ახალი ფლაგმანი სულ რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ, თუმცა, ფანების მოლოდინი კვლავ მომდევნო მოდელისკენაა მიმართული. iPhone 8, როგორც ჩანს, ფანების მოლოდინებს გაამართლებს და მთლიანად განსხვავებული დიზაინით იქნება წარმოდგენილი. როგორც იმრან ტეილორი აცხადებს, Apple-ის ახალი გაჯეტის დისფლეიზე გამქრალი იქნება ვერტიკალური ჩარჩოს ადგილი. ეს იქნება მთლიანი დისფლეი, გლუვი კიდეებით. მხოლოდ ფრონტალური კამერისა და ფიზიკური ღილაკის ნაცვლად ჩაშენებული Notification-ის პანელისთვის იქნება დატოვებული დისფლეის ზედა და ქვედა ჰორიზონტალზე მცირე ადგილი.უკანა მხარეზე ისევ განთავსებული იქნება ორმაგი კამერა, რომელიც პირველად iPhone 7-ში დაინერგა. სავარაუდოდ, დივაისი კვლავ შეინარჩუნებს Waterproof ტექნოლოგიას და მასში გამოტოვებული იქნება 3.5 mm-იანი ყურსასმენებისთვის განკუთვნილი პორტი. გთავაზობთ ვიდეო