ჭდე: kaspersky

Kaspersky Lab: ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მეოთხედი 2016 წელს კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა

Kaspersky Lab: ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მეოთხედი 2016 წელს კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა

კომპანია Kaspersky Lab-ის მონაცემების თანახმად, გასულ წელს შვიდიდან ერთი ინტერნეტმომხმარებელი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. ინტერნეტმომხმარებლები ჰაკერული თავდასხმების, თაღლითური შეთავაზებების, ეგრეთ წოდებული ფიშინგის, სპამის და სხვა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდნენ. კიბერუსაფრთხოების საკითხებზე Kaspersky Lab-ის დირექტორის მოადგილემ სერგეი ნოვიკოვმა და სომხეთსა და საქართველოში კომპანიის წარმომადგენელმა არმენ კარაპეტიანმა დღეს ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარზე ისაუბრეს. კომპანიის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ოთხიდან ერთი ინტერნეტმომხმარებელი ეგრეთ წოდებული ადგილობრივი ინტერნეტსაფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის ისეთი საფრთხეებისა, რომელიც USB ფლეშ მეხსიერების ბარათებით ვრცელდება. კომპანიის განცხადებით, Kaspersky Lab-მა ეს მონაცემები ინტერნეტსტატისტიკის შესწავლისას, 2016 წელს მოი