Tag: PHP-ის ინსტალაცია

PHP-ის ინსტალაცია

PHP-ის ინსტალაცია

PHP-ის ინსტალაცია შეიძლება სხვადასხვა ხერხით. შეგვიძლია დავაყენოთ კომპონენტები ცალ-ცალკე ან გამოვიყენოთ უკვე არსებული ნაკრებები, მაგალითად Denwer ან EasyPHP. ასეთ ნაკრებებში კომპონენტებს უკვე გააჩნიათ საწყისი პარამეტრები და მზად არიან საიტების შესაქმნელად. მაგრამ ადრე თუ გვიან საჭირო ხდება ცალკეული კომპონენტების კონფიგურაციის შეცვლა ან ახალი მოდულების ჩართვა. ამიტომ, ჩვენ კომპონენტებს დავაყენებთ ცალ-ცალკე. ოპერაციულ სისტემად გამოვიყენებთ Windows-ს. რას ნიშნავს PHP-ს ინსტალაცია? პირველ რიგში საჭიროა PHP-ს ინტერპრეტატორი. გარდა ამისა საჭიროა ვებსერვერი, მაგალითად Apache, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ შექმნილ საიტზე მიმართვას. ვინაიდან ჩვენ გამოვიყენებთ მონაცემთა ბაზებს, ასევე საჭიროა რომელიმე მონაცემთა ბაზის პროგრამა. ავირჩიოთ MySQL, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად გამოიყენება PHP-სთან ერთად. PH