Tag: Zend Engine

PHP-ის განვითარების ისტორია

PHP-ის განვითარების ისტორია

PHP-მ ბოლო წლების განმავლობაში განვითარების დიდი გზა გაიარა და web-დაპროგრამების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენა გახდა. PHP-ის საფუძველს წარმოადგენს ძველი პროდუქტი, რომელსაც PHP/FI (Personal Home Page / Forms Interpreter - პერსონალური მთავარი გვერდი / ფორმების ინტერპრეტატორი) ერქვა,. PHP/FI 1995 წელს რასმუს ლერდორფმა შექმნა, რომელიც მისი რეზიუმეს მონახულების სტატისტიკის წარმოებისათვის Perlსკრიპტების ნაკრებს წარმოადგენს. Web-ის განვითარება ის-ის იყო იწყებოდა და ამ ამოცანის გადაწყვეტის არავითარი სპეციალური საშუალებები არ არსებობდა, რამაც ავტორის მიმართ მრავალი შეკითხვა წარმოშვა. ლერდორფმა თავისი ინსტრუმენტების უფასოდ დარიგება დაიწყო. მათ „Personal Homepages Tools“ (PHP) – „პერსონალური მთავარი გვერდის ინსტრუმენტებს“ უწოდებდნენ. მალე მეტი ფუნქციურობა გახდა საჭირო და მან C ენაზე უფრო სრულყოფ