Tesla სმარტფონზე მუშაობს: ილონ მასკის კომპანიის ნაწარმის პირველი ფოტოები ქსელში მოხვდა

Tesla სმარტფონზე მუშაობს: ილონ მასკის კომპანიის ნაწარმის პირველი ფოტოები ქსელში მოხვდა

ილონ მასკის კომპანია Tesla სმარტფონზე მუშაობს. ამ დღეებში მოწყობილობის წინა პანელის სურათი ქსელში მოხვდა.

სიახლეს კოდური სახელწოდება – Quadra აქვს. პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი გამომგონებელი სმარტფონზე მუშაობას იწყებდა, გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ტელეფონს არ ექნება ჩარჩო, კორპუსის ზედა ნაწილში კი წინა კამერის ობიეტივი და დინამიკი ექნება. უკანა კედელზე კი Tesla-ს დიდი ლოგო, ძირითადი დინამიკი და ორმაგი კამერისთვის ჭრილი განთავსდება.

Tesla სმარტფონზე მუშაობს: ილონ მასკის კომპანიის ნაწარმის პირველი ფოტოები ქსელში მოხვდა

უახლოეს მომავალში Quadra-ს შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გაჩნდება, კერძოდ სმარტფონის გაყიდვაში გამოსვლის სავარაუდო თარიღი და ფასი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ნეომბერში Tesla-მ სმარტფონების პორტატული დამტენი გამოუშვა, რომელიც 45 დოლარი ღირს.

წყარო:ფორტუნა

2Shares