Transact SQL-ის საფუძვლები

T-sql

სტრუქტურირებული მოთხოვნების ენა (Structured Query Language, SQL) 1970 წელს შეიმუშავა IBM კორპორაციამ, როგორც მონაცემთა რელაციური ბაზების მართვის ენა. მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების ყველა შემმუშავებელი იყენებს SQL ენის ამა თუ იმ მოდიფიკაციას. შემუშავებული იქნა ამ ენის რამდენიმე ვერსია. ბოლოს, 1992 წელს სტანდარტების ამერიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა (American National Standard Institute, ANSI) შეიმუშავა სტანდარტი – SQL-92, რომელიც აღწერს სერვერის ქცევას და ახდენს მისი მუშაობის ძირითადი წესების განსაზღვრას. ამ სტანდარტის შემუშავების ერთ-ერთი მიზანი იყო SQL ენის სხვადასხვა ვარიანტის შეუთავსებლობის გადალახვა. სერვერზე რეალიზებულია Transact-SQL-ის ის ვარიანტი (T-SQL), რომელიც უზრუნველყოფს ANSI SQL-92 სტანდარტის შესაძლებლობების დიდ ნაწილს. SQL ენას აქვს ინსტრუქციების რამდენიმე კატეგორია, რომლებიც მოიცავს: მონაცემების აღწერის ენას (Data Definition Language, DDL), მონაცემებით მანიპულირების ენასა (Data Manipulation Language, DML) და მონაცემების მართვის ენას (Data Control Language, DCL). DDL ენას საქმე აქვს განსაზღვრებებთან და შეიცავს ისეთ ბრძანებებს, როგორიცაა: CREATE, ALTER და DROP. DML ენა იძლევა მონაცემების მოთხოვნისა და შეცვლის შესაძლებლობას და შეიცავს ისეთ ბრძანებს, როგორიცაა: SELECT, INSERT, UPDATE, DELETE და MERGE. DCL ენა დაკავშირებულია მიმართვის უფლებებთან ან უფლებამოსილებებთან და შეიცავს ისეთ ბრძანებებს, როგორიცაა: GRANT და REVOKE. ამ თავში განვიხილავთ Transact-SQL-ის მუშაობის საფუძვლებს, მონაცემთა ტიპებს, ცვლადებს, მუდმივებს, ფუნქციებს და ა.შ. ენას საფუძვლად შემდეგი ელემენტები უდევს:  იდენტიფიკატორები (identifiers). ისინი გამოიყენება კონკრეტულ ობიექტთან მიმართვისათვის, როგორიცაა ცვლადი, ცხრილი, წარმოდგენა, სვეტი, ინდექსი, ტრიგერი და ა.შ. ამრიგად, იდენტიფიკატორი არის ობიექტის სახელი. // კომენტარები (comments). კომენტარი არის ტექსტი, რომელიც მოთავსებულია ბრძანების კოდში და შეიცავს მის განმარტებას. Transact-SQL-ის მიერ კომენტარის დამუშავება არ ხდება. არსებობს ორი ტიპის კომენტარი – სტრიქონული და ბლოკური. სტრიქონული კომენტარი „–“ სიმბოლოებით იწყება და ერთ სტრიქონს იკავებს. ბლოკური კომენტარები „/*” სიმბოლოებით იწყება და „*/” სიმბოლოებით მთავრდება. ის რამდენიმე სტრიქონს იკავებს.  დარეზერვებული საკვანძო სიტყვები (reserved keywords). ისინი გამოიყენება სერვერის მუშაობის მართვისთვის, არ არიან დამოკიდებული რეგისტრზე და არ შეიძლება წარმოადგენდნენ იდენტიფიკატორებს

 ავტ: რ.სამხარაძე

2Shares