ამიერიდან მომხმარებლებს ექნებათ Instagram-ის შეტყობინებების ლეგიტიმურობის შემოწმების საშუალება

კომპანია Facebook-მა Instagram–ში დანერგა ახალი უსაფრთხოების ფუნქცია, რომელიც ფიშინგ თავდასხმებისგან დასაცავად იმუშავებს. ამიერიდან, შეტყობინების მიღებისთანავე მომხმარებელი შეძლებს იმის შემოწმებას, თუ საიდან არის მოსული ეს შეტყობინება. კომპანიისგან თუ რაიმე ყალბი წყაროდან.

იმისათვის, რომ შემოწმდეს შეტყობინების ლეგიტიმურობა, უნდა შევიდეთ აპლიკაციის პარამეტრებში და „უსაფრთხოება“ განყოფილებაში მოვძებნოთ „წერილები Instagram-ისგან“, სადაც ინახება ბოლო 14 დღის განმავლობაში Instagram-ისგან მიღებული შეტყობინებები. განახლების გავრცელება ახალი დაწყებულია და მას დასჭირდება გარკვეული დრო.

ახალი მენიუში Instagram შეტყობინებები ორ კატეგორიად იყოფა: “უსაფრთხოების შეტყობინებები” და „სხვა“. ამ განყოფილებაში მდებარე შეტყობინებები არის უსაფრთხო და მომხმარებელს შეუძლია მათ თამამად ენდოს. თუკი „Instagram-ისგან“ მოსული წერილი  არ იმყოფება ზემოხსენებულ დირექტორიაში, ეს ნიშნავს იმას, რომ შეტყობინება არის ყალბი და მოსულია ბოროტმოქმედისგან.

უსაფრთხოების ეს ფუნქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ფიშინგის თავდასხმების რაოდენობა მუდმივად იზრდება და თვითონ თავდასხმები სულ უბრო და უფრო კრეატიული ხდება, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჰაკერები უვლიან გვერდს ორმაგ აუტენტიფიკაციასაც.

წყარო: https://scsa.ge