ბრაუზერის კონსოლი. console.log და document.write

სწვალა

ჯავასკრიპტთან მუშაობისას შეუცვლელ ინსტრუმენტს წარმოადგენს ბრაუზერის კონსოლი, რომელიც გვეხმარება პროგრამის დახვეწის პროცესში. თანამედროვე ბრაუზერების უმეტესობას გააჩნია ასეთი კონსოლი. მაგალითად, Google Chrome-ში უნდა გავხსნათ More tools=>Developer tools და გახსნილ ჩანართში ავირჩიოთ Console:

კონსოლში შეგვიძლია პირდაპირ შევიყვანოთ ჯავასკრიპტის კოდი და Enter კლავიშზე დაჭერით კოდი შესრულდება. მაგალითად, ჩავწეროთ კონსოლში შემდეგი კოდი:

alert(“გამარჯობა, სამყაროვ”);

Enter-ზე დაჭერის შემდეგ ჯავასკრიპტის კოდი შესრულდება და გამოვა შეტყობინება:

ბრაუზერის კონსოლში სხვადასხვა ინფორმაციის გამოსატანად გამოიყენება ფუნქცია console.log(). მაგალითად:

<!DOCTYPE html>
<html>
<head>
<meta charset=”utf-8″ />
<title>JavaScript</title>
</head>
<body>
<h2>პირველი პროგრამა JavaScript-ზე</h2>
<script>
var a = 5 + 8;
console.log(“ოპერაციის შედეგი:”);
console.log(a);
</script>
</body>
</html>

ჯავასკრიპტის კოდში საკვანძო სიტყვის var მეშვეობით გამოცხადებულია ცვლადი a, რომელსაც ენიჭება მნიშვნელობად 5-სა და 8-ის ჯამი: var a=5+8. console.log() ფუნქციის მეშვეობით გამოგვაქვს a-ს მნიშვნელობა ეკრანზე. ვებგვერდის გაშვებისას ბრაუზერის კონსოლში ვხედავთ კოდის შესრულების შედეგს:

 

მეთოდი document.write

საწყის ეტაპზე ასევე სასარგებლოა მეთოდის document.write გამოყენება, რომელიც წერს ინფორმაციას ვებგვერდზე. წინა მაგალითში შევცვალოთ ფუნქცია console.log() ფუნქციით document.write():

<!DOCTYPE html>
<html>
<head>
<meta charset=”utf-8″ />
<title>JavaScript</title>
</head>
<body>
<h2>პირველი პროგრამა JavaScript-ზე</h2>
<script>
    var a = 5 + 8;
    document.write(“ოპერაციის შედეგი:”);
    document.write(a);
</script>
</body>
</html>

ამ შემთხვევაში ინფორმაცია გამოდის უშუალოდ ვებგვერდზე.

წყარო:http://webschool.ge