გარე ფაილის ჩართვა

სწვალა

ვებგვერდზე JavaScript-ის ჩართვის კიდევ ერთი საშუალებაა JavaScript-ის კოდის გატანა გარე ფაილში და ამ ფაილის ჩართვა ვებგვერდზე ტეგით <script>.

index.html ფაილთან იგივე საქაღალდეში შევქმნათ საქაღალდე js. იგი იქნება განკუთვნილი ჯავასკრიპტის ფაილების შესანახად. ამ საქაღალდის შიგნით შვქმნათ ფაილი myscript.js. ჯავასკრიპტის ფაილებს უნდა ჰქონდეს გაფართოება .js. გავხსნათ შექმნილი ფაილი და ჩავწეროთ შიგნით შემდეგი კოდი:

var date = new Date(); // მიმდინარე თარიღის მიღება
var time = date.getHours(); // მიმდინარე დრო საათებში
if(time < 13) // შევადაროთ რიცხვს 13
alert(‘დილა მშვიდობისა!‘); // მიმდინარე დრო ნაკლებია 13 საათზე
else
alert(‘საღამო მშვიდობისა!‘); // მიმდინარე დრო მეტია 13 საათზე

ახლა ჩავრთოთ ჯავასკრიპტის ფაილი ვებგვერდზე:

<!DOCTYPE html>
<html>
<head>
<meta charset=”utf-8″ />
<title>JavaScript</title>
</head>
<body>
<h2>პირველი პროგრამა JavaScript-ზე</h2>
<script src=”js/myscript.js”></script>
</body>
</html>

ვებგვერდზე ჯავასკრიპტის ფაილის ჩასართავად გამოიყენება ტეგი <script>, რომელსაც აქვს ატრიბუტი src. ეს ატრიბუტი უჩვენებს ფაილის მისამართს. ვებგვერდის გაშვებისას გამოვა შეტყობინება:

JavaScript

ჯავასკრიპტის კოდის გარე ფაილში გატანას აქვს მთელი რიგი უპირატესობები:

  • ერთი და იგივე კოდის გამოყენება შეგვიძლია სხვადასხვა ვებგვერდზე;
  • ბრაუზერი ახდენს ჯავასკრიპტის გარე ფაილების კეშირებას, შესაბამისად მომდევნო მიმართვებისას არ უწევს სერვერზე მიმართვა, რითაც მცირდება სერვერზე დატვირთვა და ბრაუზერს უწევს ნაკლები ინფორმაციის ჩამოტვირთვა;
  • ვებგვერდის კოდი არის უფრო “სუფთა”. ის შეიცავს მხოლოდ html-კოდს, ხოლო ჯავასკრიპტის კოდი ინახება ცალკე ფაილებში. ამავდროულად შეიძლება html-კოდს და JavaScript-ის კოდზე მუშაობა დავაცალკევოთ.
    ამიტომაც, ჯავასკრიპტის კოდისთვის ძირითადად გამოიყენება გარე ფაილები.