მორზეს ანბანი

მორზეს ანბანი — სიმბოლოთა კოდირების ერთ-ერთი საშუალებაა. მისი საშუალებით ანბანის თითოეული ასოს, ციფრების და სასვენი ნიშნების ნაცვლად გამოიყენება გრძელი და მოკლე სტანდარტული ელემენტები. ეს ელემენტები შეიძლება იყოს ხმოვანი სიგნალები ან ნიშნები და ცნობილია როგორც „წერტილები“ და „ტირეები“.

მისი შემქმნელია სამუელ მორზე და პირველ სწორედ მის ტელეგრაფში გამოიყენებოდა 1840-იან წლებში. ასევე აქტიურად გამოიყენებოდა რადიო კომუნიკაციაში 1890-იან წლებში.

მორზესანბანი

სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე (Samuel Finley Breese Morse; დ. 27 აპრილი, 1791, ჩარლსთაუნი, მასაჩუსეტსი ― გ. 2 აპრილი, 1872, ნიუ-იორკი) — ამერიკელი გამომგონებელი და მხატვარი. მის განსაკუთრებით ცნობილ გამოგონებას წარმოადგენს — ელექტრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფი („მორზეს აპარატი“, 1836) და მორზეს ანბანი.

1844 წლის 24 მაისს ქალაქ ვაშინგტონსა და ბალტიმორს შორის გაიგზავნა პირველი დეპეშა, რომელიც იყენებდა მორზეს მეთოდს.

მორზე