მარკ ცუკერბერგი $7,2 მილიარდით გაღარიბდა

მილიარდერი და Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი ერთ დღეში $7,2 მილიარდით გაღარიბდა. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მსხვილმა კომპანიებმა Facebook-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს.

ამ ფონზე 26 ივნისს კომპანიის აქციებზე ფასი 8,3%-ით დაეცა, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სარეკლამო კომპანია Unilever-მა განაცხადა, რომ 2020 წლის ბოლომდე Facebook-სა და Instagram-ზე თავის პროდუქციის რეკლამისთვის ფულს არ დახარჯავს.

Facebook-ზე რეკლამაზე უარი თქვეს მსოფლიოში ცნობილმა საკონდიტრო კომპანია Hershey-მ და ასევე სოციალურ ქსელში რეკლამების განთავსება შეაჩერა Coca-Cola-ამ. მათი განცხადებით, აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს, სოციალურმა ქსელმა სიძულვილის ენა სათანადოდ ვერ გააკონტროლა.

მარკ ცუკერბერგის ქონება ჯამში $82,3 მილიარდამდე შემცირდა. ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთხეა.

წყარო: https://imedinews.ge/