მასივები

სწვალა

მონაცემთა ნაკრებისთვის გამოიყენება მასივები. მასივის შესაქმნელად გამოიყენება ფუნქცია new Array():

var myArray = new Array();

არსებობს მასივის ინიციალიზაციის უფრო მოკლე ხერხიც:

var myArray = [];

მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვქმნით ცარიელ მასივს. თუმცა შეიძლება დავამატოთ საწყისი მონაცემები:

var people = [“Tom”, “Alice”, “Sam”];
console.log(people);

ამ შემთხვევაში მასივში myArray იქნება სამი ელემენტი. გრაფიკულად შეიძლება გამოვსახოთ ასე:

ინდექსი ელემენტი
0 Tom
1 Alice
2 Sam

მასივის ცალკეულ ელემენტებთან მიმართვისთვის გამოიყენება ინდექსი. ათვლა იწყება ნულიდან, შესაბამისად პირველი ელემენტის ინდექსი არის 0, ხოლო ბოლო ელემენტისა – 2:

var people = [“Tom”, “Alice”, “Sam”];

console.log(people[0]); // Tom

var person3 = people[2]; // Sam

console.log(person3); // Sam

თუ მოვინდომებთ მივმართოთ მასივის ელემენტს ინდექსით, რომელიც მასივის ზომაზე (სიგრძეზე) მეტია, მივიღებთ undefined-ს:

var people = [“Tom”, “Alice”, “Sam”];
console.log(people[7]); // undefined

ინდექსის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ელემენტისთვის მნიშვნელობის მინიჭება:

var people = [“Tom”, “Alice”, “Sam”];
console.log(people[0]); // Tom
people[0] = “Bob”;
console.log(people[0]); // Bob

ამასთან განსხვავებით პროგრამირების სხვა ენებისგან, როგორიცაა მაგალითად C#, Java, მნიშვნელობა შეიძლება მივანიჭოთ ელემენტს, რომელიც მანამდე არ იყო განსაზღვრული:

var people = [“Tom”, “Alice”, “Sam”];

console.log(people[7]); // undefined – მასივში მხოლოდ სამი ელემენტია

people[7] = “Bob”;

console.log(people[7]); // Bob

მრავალგანზომილებიანი მასივები

მასივი შეიძლება იყოს ერთგანზომილებიანი და მრავალგანზომილებიანი. მრავალგანზომილებიანი მასივის თითოეული ელემენტი წარმოადგენს მასივს. შევქმნათ მრავალგანზომილებიანი მასივი:

var numbers1 = [0, 1, 2, 3, 4, 5 ]; // ერთგანზომილებიანი მასივი
var numbers2 = [[0, 1, 2], [3, 4, 5] ]; // ორგანზომილებიანი მასივი

ვიზუალურად ორივე მასივი შეიძლება გამოვსახოთ შემდეგი სახით:

ერთგანზომილებიანი მასივი: 

0 1 2 3 4 5

მრავალგანზომილებიანიმასივი: 

0 1 2
3 4 5

რადგანაც მასივი numbers2 არის ორგანზომილებიანი, ის წარმოადგენს მარტივ ცხრილს. მისი თითოეული ელემენტი წარმოადგენს მასივს.

განვიხილოთ კიდევ ერთი ორგანზომილებიანი მასივი:

var people = [
[“Tom”, 25, false],
[“Bill”, 38, true],
[“Alice”, 21, false]
];

console.log(people[0]); // [“Tom”, 25, false]
console.log(people[1]); // [“Bill”, 38, true]

people მასივი შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი ცხრილის სახით:

Tom 25 false
Bill 38 true
Alice 21 false

მასივის ცალკეული ელემენტის მისაღებად ასევე გამოიყენება ინდექსი:

var tomInfo = people[0];

console.log(“სახელი: ” + people[0][0]); // Tom

console.log(“ასაკი: ” + people[0][1]); // 25

ელემენტი tomInfo თვითონაც მასივია, მისი ელემენტის მისაღებად ისევ უნდა გამოვიყენოთ ინდექსი:

ასევე შესაძლებელია ელემენტებისთვის მნიშვნელობების მინიჭებაც:

var people = [
[“Tom”, 25, false],
[“Bill”, 38, true],
[“Alice”, 21, false]
];
people[0][1] = 56; // მივანიჭოთ ცალკეული მნიშვნელობა
console.log(people[0][1]); // 56

people[1] = [“Bob”, 29, false]; // მივანიჭოთ მასივი
console.log(people[1][0]); // Bob

მრავალგანზომილებიანი მასივების შექმნისას არა ვართ შემოფარგლული მხოლოდ ორგანზომილებიანი მასივებით. შესაძლებელია მეტი განზომილების მქონე მასივების შექმნაც:

var numbers = [];
numbers[0] = []; // ახლა numbers -ორგანზომილებიანი მასივია
numbers[0][0]=[]; // ახლა numbers – სამგანზომილებიანი მასივია
numbers[0][0][0] = 5; // სამგანზომილებიანი მასივის პირველი ელემენტია 5
console.log(numbers[0][0][0]);

წყარო:webschool.ge