მნიშვნელობათა ტიპები

სწვალა

ჯავასკრიპტში გამოყენებულ ნებისმიერ მონაცემს გააჩნია განსაზღვრული ტიპი. ჯავასკრიპტში გვაქვს 5 პრიმიტიული მონაცემთა ტიპი:

  • string: წარმოადგენს სტრიქონს (ტექსტს)
  • number: წარმოადგენს რიცხვით მნიშვნელობას
  • Boolean: წარმოადგენს ლოგიკურ მნიშვნელობას true ან false
  • undefined: მიუთითებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს მინიჭებული
  • null: მიუთითებს განუსაზღვრელ მნიშვნელობას

ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც არ განეკუთვნება ჩამოთვლილ ტიპებს, მიეკუთვნება ტიპს object.

რიცხვითი მონაცემები

JavaScript-ში რიცხვებს შეიძლება ჰქონდეთ ორი ფორმა:

  • მთელი რიცხვები, მაგალითქად, 35. შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი რიცხვები. გამოყენებული რიცხვების დიაპაზონია -253 -დან 253-მდე.
  • ათწილადები (რიცხვები მცურავი წერტილით), მაგალითად 3.5575. აქაც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი რიცხვები იგივე დიაპაზონსი:  -253 -დან 253-მდე.

მაგალითად:

var x = 45;
var y = 23.897;

მთელი და წილადი ნაწილის გამოსაყოფად, ისევე როგორც პროგრამირების სხვა ენებში, JavaScript-შიც გამოიყენება წერტილი.

სტრიქონები

ტიპი string წარმოადგენს სტრიქონს, ანუ ისეთ მონაცემებს, რომლებიც იწერება ბრჭყალებში. მაგალითად, “გამარჯობა, სამყაროვ”. ამასთან, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ორმაგი, ასევე ერთმაგი ბრჭყალები: “გამარჯობა, სამყაროვ” და ‘გამარჯობა, სამყაროვ’. ერთადერთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ ისაა, რომ გამხსნელი და დამხურავი ბრჭყალები უნდა იყოს ერთნაირი.

თუ სტრიქონის შიგნით გვხვდება ბრჭყალები, საჭიროა მათი ეკრანირება. მაგალითად, ტექსტი “ბიურო “რქები და ჩლიქები”” უნდა ჩაიწეროს შემდეგი სახით:

var companyName =  “ბიურო \”რქები და ჩლიქები\””;

ასევე, სტრიქონის შიგნით შეიძლება მეორე ტიპის ბრჭყალების გამოყენება:

var companyName1 = “ბიურო ‘რქები და ჩლიქები'”;
var companyName2 = ‘ბიურო “რქები და ჩლიქები”‘;

ტიპი Boolean

ტიპი Boolean წარმოადგენს ლოგიკურ ტიპს. მას აქვს ორი მნიშვნელობა true(ჭეშმარიტია) და  false(მცდარია):

var isAlive = true;
var isDead = false;

null და undefined

ხშირად null-ს და undefined-ს ურევენ ერთმანეთში. როცა ცვლადი მხოლოდ გამოცხადებულია და მასზე არაა მინიჭებული საწყისი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს ტიპს undefined:

var isAlive;
console.log(isAlive); // კონსოლში გამოიტანს undefined-ს

null მნიშვნელობის მინიჭება ნიშნავს, რომ ცვლადს აქვს რაღაც განუსაზღვრელი (არა რიცხვი, არა სტრიქონი, არა ლოგიკური ტიპი), მაგრამ მაინც მნიშვნელობა, განსხვავებით undefined-საგან, როცა ცვლადს მნიშვნელობა არა აქვს:

var isAlive;
console.log(isAlive); // undefined
isAlive = null;
console.log(isAlive); // null
isAlive = undefined; // ისევ მივანიჭოთ ტიპი undefined
console.log(isAlive); // undefined

სუსტი ტიპიზაცია

JavaScript წარმოადგენს პროგრამირების ენას სუსტი ტიპიზაციით. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლადმა შეიძლება დინამიურად შეიცვალოს ტიპი. მაგალითად:

var xNumber; // ტიპი undefined
console.log(xNumber);
xNumber = 45; // ტიპი number
console.log(xNumber);
xNumber = “45”; // ტიპი string
console.log(xNumber);

მიუხედავად იმისა, რომ მე-2 და მე-3 შემთხვევაში კონსოლში გამოიტანს 45-ს, მე-2 შემთხვევაში ეს იქნება რიცხვი 45, ხოლო მე-3 შემთხვევაში – სტრიქონი “45”. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამაზეა დამოკიდებული ცვლადის ქცევა პროგრამაში:

var xNumber = 45; // ტიპი number
var yNumber = xNumber + 5;
console.log(yNumber); // კონსოლში გამოიტანს 50-ს

xNumber = “45”; // ტიპი string
var zNumber = xNumber + 5
console.log(zNumber); //კონსოლში გამოიტანს 455-ს

პირველ შემთხვევაში ცვლად xNumber-ს აქვს რიცხვითი მნიშვნელობა, შეკრების ოპერაციის (+) შედეგად ვღებულობთ ჯამს (45+5=50), რაც გამოდის კონსოლში.

მეორე შემთხვევაში ცვლად xNumber-ს აქვს სტრიქონული მნიშვნელობა. რადგან სტრიქონზე რიცხვის მიმატება შეუძლებელია, რიცხვი 5 გადაიქცევა სტრიქონად და მოხდება ორის ტრიქონის გაერთიანება (“45″+”5″=”455”).

ოპერატორი typeof

typeof ოპერატორის მეშვეობით შესაძლებელია ცვლადის ტიპის მიღება:

varname = “Tom”;
console.log(typeof name); // string
varincome = 45.8;
console.log(typeof income); // number
var isEnabled = true;
console.log(typeof isEnabled); // boolean
var undefVariable;
console.log(typeof undefVariable); // undefined

 

წყარო:http://webschool.ge