პირველი პროგრამა JavaScript-ზე

შევქმნათ პირველი პროგრამა JavaScript-ზე. პირველ რიგში შევქმნათ საქაღალდე და ამ საქაღალდეში ფაილი index.html. ეს ფაილი წარმოადგენს ვებგვერდს.
გავხსნათ ეს ფაილი ტექსტურ რედაქტორში და ჩავწეროთ მასში შემდეგი კოდი:

<!DOCTYPE html>
<html>
<head>
<meta charset=”utf-8″ />
<title>JavaScript</title>
</head>
<body>
<h2>პირველი პროგრამა JavaScript-ზე</h2>
<script>
alert(‘გამარჯობა, სამყაროვ!’);
</script>
</body>
</html>

აქ განსაზღვრულია სტანდარტული html ელემენტები. ელემენტში head განსაზღვრულია ვებგვერდის კოდირება utf-8 და გვერდის სათაური (title). body ელემენტში მოცემულია ვებგვერდის ტანი, რომელიც შედგება სათაურის ელემენტისაგან (h2) და ელემენტისაგან script.

JavaScript-ის კოდის ჩართვა ვებგვერდზე ხორციელდება ტეგის <script> მეშვეობით. ეს ტეგი უნდა მოთავსდეს ან ვებგვერდის თავში (<head> და </head> ტეგებს შორის), ან ტანში (<body> და </body>). ხშირად ვებგვერდის ჩატვირთვის ოპტიმიზაციისთვის სკრიპტს ათავსებენ </body> დამხურავი ტეგის წინ.

ადრე ტეგში <script> აუცილებელი იყო სკრიპტის ტიპის მითითება, რადგან ეს ტეგი სხვა ინსტრუქციების ჩატვირთვისთვისაც გამოიყენება. ზოგჯერ ახლაც შეიძლება ვებგვერდებზე შეგვხვდეს სკრიპტის ტიპის მითითება:

<script type=”text/javascript”>

ჩვენს მიერ გამოყენებული JavaScript-ის კოდი შეიცავს ერთ ინსტრუქციას:თუმცა დღეისათვის მიღებულია type ატრიბუტის გამოტოვება, რადგან მიუთითებლობისას ბრაუზერი თვლის, რომ ეს არის JavaScript-ის კოდი.

alert(‘გამარჯობა, სამყაროვ!’);

როცა გავხსნით ვებგვერდს ბრაუზერში, გამოვა შეტყობინებაJavaScript-ის კოდი შეიძლება შეიცავდეს ბევრ ინსტრუქციას და თითოეული მათგანი მთავრდება წერტილმძიმით. ჩვენი ინსტრუქცია იძახებს მეთოდს alert(), რომელსაც გამოაქვს შეტყობინება: ‘გამარჯობა, სამყაროვ!’.

წყარო:http://webschool.ge/