სწვალა

სწვალა

დღეისათვის ვებსაიტების სამყაროს წარმოდგენა Javascript-ის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. Javascript – ეს არის ის, რაც აცოცხლებს ვებსაიტებს, რომელთაც ყოველდღიურად ვათვალიერებთ ჩვენს ბრაუზერებში.

Javascript შეიქმნა 1995 წელს კომპანია Netscape-ს მიერ, როგორც სცენარების ენა ბრაუზერისთვის Netscape Navigator 2. თავდაპირველად ენას ერქვა LiveScript, მაგრამ იმ დროისათვის პოპულარული სხვა ენის Java LiveScript ტალღაზე გადაერქვა სახელი და დაერქვა JavaScript. ეს მომენტი გარკვეულ გაუგებრობას იწვევს : ზოგიერთ დამწყებ დეველოპერს Java და JavaScript ლამის ერთი ენა ჰგონია. სინამდვილეში ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ენაა, რომლებიც ერთმანეთთან მხოლოდ დასახელების მსგავსებითაა დაკავშირებული.

თავდაპირველად JavaScript-ს გააჩნდა შეზღუდული შესაძლებლობები. მისი მიზანი იყო, დაემატებინა ვებგვერდისთვის მცირეოდენი ქცევა, რაც გამოიხატებოდა ღილაკზე დაჭერის დამუშავებაში, ასევე შეესრულებინა რაღაც ქმედებები, დაკავშირებული ძირითადად მართვის ელემენტებთან.

მაგრამ ვებგარემოს განვითარებამ, HTML5-ის და Nide.js ტექნოლოგიების გამოჩენამ JavaScript-ს გადაუშალა უფრაო ფართო ასპარეზი. დღეს JavaScript ისევ გამოიყენება ვებგვერდების შესაქმნელად, მაგრამ მას ახლა გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნია.

JavaScript ასევე გამოიყენება, როგორც პროგრამირების ენა სერვერის მხარეზე. თუ ადრე JavaScript გამოიყენებოდა მხოლოდ ვებგვერდებისთვის და სერვერის მხარეს უნდა გამოგვეყენებინა ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა PHP, ASP.NET, Ruby, Java, ამჟამად Nide.js-ის დამსახურებით სერვერზე მოსული მიმართვების დამუშავება ასევე შესაძლებელია Node.js-ის მეშვეობით.

HTML5-ის სტანდარტების ფართო გავრცელებამ შესაძლებლობა მოგვცა რომ JavaScript გამოყენებული იქნეს ასევე მობილური მოწყობილობებისთვის აპლიკაციების შექმნის პროცესშიც. უფრო მეტიც, Windows 8/8.1/10 ოპერაციული სისტემების გამოჩენასთან ერთად JavaScript -ის გამოყენებით ამ ოპერაციული სისტემებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაც გახდა შესაძლებელი. ამდენად, JavaScript -მა გადააბიჯა ვებბრაუზერის საზღვრებს, რაც მისთვის იყო შემოხაზული შექმნის დროს.

ამდენად, JavaScript-ის გამოყენებას შეიძლება შევხდეთ პრაქტიკულად ყველგან და მისი გამოყენების სფერო უფრო და უფრო იზრდება.

საჭირო ინსტრუმენტები
JavaScript-თან სამუშაოდ პირველ რიგში ფდაგვჭირდება რომელიმე ტექსტური რედაქტორი. ამ დროისათვის ერთ-ერთი ტექსტური რედაქტორი, რომელიც ფართოდ გამოიყენება არის Notepad++, მისი ნახვა და გადმოწერა შეიძლება შემდეგი მისამართიდან: http://notepad-plus-plus.org. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ არის უფასო და გააჩნია კოდის შემოწმების ინსტრუმენტები.

ასევე ფართოდ გამოიყენება კროსპლატფორმული ტექსტური რედაქტორი Visual Studio Code. მას გააჩნია უფრო მეტი შესაძლებლობები, ვიდრე Notepad++-ს და ასევე არის უფასო, გარდა ამისა, მისი გამოყენება შეიძლება როგორც Windows-ში, ასევე MacOS-ში და Linux-ის ბაზაზე არსებულ ოპერაციულ სისტემებში. ამ სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში გამოყენებულ იქნა Visual Studio Code.

წყარო:http://webschool.ge