რუსეთმა Facebook და Twitter დააჯარიმა… $47 დოლარით

რუსეთმა

რუსეთის ინტერნეტ კომუნიკაციების ზედამხედველმა ორგანომ (Roskomnadzor) გასული წლის დეკემბერში Twitter-სა და Facebook-ს გაუგზავნა მოთხოვნა იმ სერვერების ლოკაციის შესახებ სადაც რუსეთის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები ინახებოდა.

სოციალური მედიის გიგანტებმა არჩიეს არ გაემჟღავნებინათ სერვერების ადგილმდებარეობა. შედეგად რუსეთის სასამართლოში გადავიდა საქმე, სადაც მოსამართლემ Facebook და Twitter კანონის დამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით მიუსაჯა 3000 რუსული რუბლი, რაც დაალოებით $47 დოლარია.

დიახ, 47 ათასი ან მილიონი კი არა, უბრალოდ $47 დოლარი.

როგორც ჩანს, რუსეთს სურს მისი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი სერვერები რუსეთში იდგას და სწორედ ამიტომ წამოიწყო ეს კამპანია.

$47 დოლარიანი “სასჯელი” რა თქმა უნდა არაფერია, თუმცა თუ კომპანიები არ დაემორჩილებიან, რუსეთს შეუძლია დაბლოკოს აღნიშნული სოციალური მედია პლატფორმები ქვეყანაში ისევე როგორ ეს LinkedIn-თან მიმართებაში გააკეთა 2016 წელს.

წყარო:CyberHouse