საქართველოს მოქალაქეთა 5 მილიონიანი ბაზა ჰაკერულ ფორუმზე საჯაროდ დაიდო

საქართველოს მოქალაქეთა 5 მილიონიანი ბაზა

საქართველოს მოქალაქეთა 5 მილიონიანი ბაზა ჰაკერულ ფორუმზე საჯაროდ დაიდო

მონაცემების გაჟონვის აღმოჩენაზე ორიენტირებული კომპანია Under the Breach-ზე დაყრდნობით ZDNet იტყობინება, რომ ჰაკერულ ფორუმზე საქართველოს მოქალაქეთა (ამომრჩევლების) ბაზა საჯაროდ დაიდო ჰაკერულ ფორუმზე.

1.04GB მოცულობის MDB (Microsoft Access database) ფორმატის ბაზა 4,934,863 ჩანაწერს მოიცავს. მასში თავმოყრილია საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მობილურის ნომერი.

აღსანიშნავია, რომ ბაზა მოიცავს გარდაცვლილი მოქალაქეების მონაცემებსაც (ამომრჩეველთა რაოდენობა საშუალოდ მხოლოდ 2.5 მილიონია).

გაურკვეველია ბოროტმოქმედებმა აღნიშნული ბაზა voters.cec.gov.ge-ს ე.წ. სკრეიპინგის შედეგად წამოიღეს, თავად საიტი გატეხეს თუ ცესკოს ოფიციალური აპლიკაციიდან მოახერხეს მონაცემთა ბაზის ამოღება.

შევნიშნავთ, რომ ეს საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გაჟონვის ყველაზე ფართომასშტაბიანი შემთხვევაა.

წყარო: https://www.facebook.com/cyberhouse.ge