ქსელური ტოპოლოგიები

ქსელური ტოპოლოგია – ქსელური მოწყობილობებისა და კაბელური ინფრასტრუქტურის

ურთიერთშერწყმული კომპლექტაცია

  • სწორად შერჩეული ქსელური ტოპოლოგია უზრუნველყოფს ქსელის საიმედო და ეფექტურ მუშაობას, ქსელური მონაცემების ნაკადების მოხერხებულ მართვას.
  • სწორად შერჩეული ქსელური ტოპოლოგიით ქსელი უნდა გამოვიდეს ღირებულებით შედარებით იაფი, მაგრამ ამავე დროს დარჩეს შესაძლებლობა მისი შემდგომი გაფართოებისათვის საბაზო ქსელური ტოპოლოგიები
  • ”სალტე” (Bus)
  • ”რგოლი” (Ring). (წრიული)
  • ვარსკვლავი (Star)
  • აქტიური ”ვარსკლავი” (Active Star).
  • ”ვარსკვლავი-სალტე” (Star-Bus) ანუ ”პასიური ვარსკვლავი”
  • ტოპოლოგია ”ხე” (Tree), (რამოდენიმე ”ვარსკვლავის” გაერთიანება)
  • ბადისებრი (mesh) ტოპოლოგია

 

სალტე” (Bus)

  • ამ ტოპოლოგიაში ყველა კომპიუტერი შეერთებულია ერთმანეთთან ერთი კაბელით
  • ასეთ ქსელში გაგზავნილი მონაცემები გადაეცემა ამ ქსელის ყველა კომპიუტერს, მაგრამ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ ის კომპიუტერი, რომლის ქსელური ადაპტერის აპარატურული MAC-მისამართი ჩაწერილია კადრში, როგორც მიმღების მისამართი.

o ”სალტეს” ტოპოლოგიისათვის დამახასიათებელმა პრობლემებმა მიგვიყვანეს იქამდე, რომ ერთ დროს პოპულარული ქსელები ამჟამად პრაქტიკულად არ გამოიყენება. რგოლი

(Ring)

მოცემულ ტოპოლოგიაში ყოველი კომპიუტერი შეერთებულია ორ სხვასთან ისე, რომ ერთისგან მიიღოს ინფორმაცია, ხოლო მეორეს გადასცეს. ბოლო კომპიუტერი უერთდება პირველს, და რგოლი იკვრება.

აქტიური ტოპოლოგიავარსკლავი” (Active Star).

ამ ტოპოლოგიაში მძლავრ ცენტრალურ კომპიუტერს უერთდებოდა ქსელის ყველა დანარჩენი აბონენტი.

  • ასეთი კონფიგურირებისას მონაცემთა მთელი ნაკადი გადიოდა ცენტრალურ კომპიუტერში; თავადაც იყო მთლიანად პასუხისმგებელი ქსელის ყველა მონაწილეს შორის ინფორმაციული გაცვლის მართვაზე. ურთიერთქმედების ასეთი ორგანიზებისას კონფლიქტები ქსელში შეუძლებელია, მაგრამ ცენტრალური კომპიუტერის დატვირთვა იმდენად დიდი იყო, რომ როგორც წესი, ქსელის მართვის გარდა ვერაფერს აკეთებდა. მისს მწყობრიდან გამოსვლას მოყვებოდა მთელი ქსელის მტყუნება, მაშინ როდესაც პერიფერიული კომპიუტერის მტყუნება ან მასთან კავშირის გაწყვეტა დანარჩენი ქსელის მუშაობაზე გავლენას ვერ ახდენდა. 

”ვარსკვლავი-სალტე” (Star-Bus) ანუ ”პასიური ვარსკვლავი” აქ პერიფერიული კომპიუტერები, უერთდება არა ცენტრალურ კომპიუტერს, არამედ პასიურ კონცენტრატორს ანუ ჰაბს (hub).

  • უკანასკნელს, ცენტრალური კომპიუტერისგან განსხვავებით, მონაცემთა ნაკადების მართვაზე არავითარი პასუხისმგებლობა არა აქვს, არამედ ასრულებს იგივე ფუნქციებს, რასაც გამმეორებელი, ე. ი. აღადგენს შემომავალ სიგნალებს და გადაუგზავნის მასთან მიერთებულ ყველა კომპიუტერსა და მოწყობილობას. სწორედ ამის გამო, მოცემული ტოპოლოგია ფიზიკურად გამოიყურება როგორც ”ვარსკვლავი”, მაგრამ ლოგიკურად არის ტოპოლოგია ”სალტე” (რაც ასახულია კიდეც მის სახელწოდებაში).

უპირატესობები: 

საიმედოობა – ცენტრალურ კონცენტრატორთან მოწყობილობის მიერთება ან მისგან გამორთვა არ აისახება დანარჩენი ქსელის მუშაობაზე; კაბელის წყვეტები მოქმედებენ კომპიუტერთაგან მხოლოდ ერთეულებზე; ტერმინატორები არ არის საჭირო.

სიადვილე – მომსახურებისას და პრობლემების აღმოფხვრისას – ყველა კომპიუტერი და ქსელური მოწყობილობა უერთდება ცენტრალურ კონცენტრატორს, რაც საგრძნობლად ამარტივებს ქსელის მომსახურებასა და შეკეთებას დაცულობა – მიერთების წერტილების კონცენტრაცია ერთ ადგილას საშუალებას იძლევა

ადვილად შეიზღუდოს შეღწევა ქსელის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ობიექტებისადმი.

კონცენტრატორების ნაცვლად უფროინტელექტუალურიმოწყობილობების გამოყენებით (ხიდები, კომუტეტორები და მარშრუტიზატორები) – მიიღება შუალედურიტიპის ტოპოლოგია აქტიურსა და პასიურ ვარსკვლავებს შორის. ამ შემთხვევაში ტელეკომუნიკაციური მოწყობილობა მიღებულ სიგნალებს არა მხოლოდ რეტრანსლირებს, არამედ ახორციელებს მათი გაცვლის მართვასაც.

რეალური კომპიუტერული ქსელები მუდმივად ფართოვდება და მოდერნიზირდება, ამიტომ ასეთი ქსელი თითქმის ყოველთვის არის ჰიბრიდული – ე.ი. მისი ტოპოლოგია წარმოდგენილია რამოდენიმე საბაზო ქსელის კომბინაციით.

  • ჰიბრიდული ტოპოლოგიები – წარმოადგენენ ”ვარსკვლავის” და ”სალტეს” ან ”რგოლისა” და ”ვარსკვლავის” კომბინაციებს.
  • განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ტოპოლოგიახე (Tree), რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც რამოდენიმე ”ვარსკვლავის” გაერთიანება. სწორედ ასეთი ტოპოლოგიაა დღეს ყველაზე პოპულარული ლოკალური ქსელების აგებისას.

ბადური (mesh) ტოპოლოგია

მოცემულ ტოპოლოგიაში ყველა ან ნაწილი კომპიუტერებისა და სხვა მოწყობილობებისა უშუალოდაა მიერთებული ერთმანეთთან

  • ბადური ტოპოლოგიები (უფრო ხშირად არა სრული, არამედ ნაწილობრივი) გამოიყენება იქ, სადაც მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს მტყუნება
  • ასეთი ტოპოლოგია განსაკუთრებულად საიმედოა, ნებისმიერი არხის დაზიანებისას მონაცემთა გადაცემა არ წყდება, რადგან აქტუალურია ინფორმაციის დაგზავნის რამოდენიმე მარშრუტი.
  • მაგრამ რასაკვირველია, მოგვიწევს მეტის გადახდა, საგრძნობლად იზრდება კაბელის ხარჯი, რთულდება ქსელური მოწყობილობა და მისი გაწყობა.

ავტ:  ვ.ოთხოზორია, ზ.ცირამუა, შ.სვანიშვილი