ცვლადები

სწვალა

პროგრამაში მონაცემების შესანახად გამოიყენება ცვლადები. ცვლადები გამოიყენება რაიმე დროებითი ინფორმაციის შესანახად ან ისეთი მონაცემებისთვის, რომლებიც პროგრამის შესრულებისას შეიძლება შეიცვალონ. ცვლადის შესაქმნელად (გამოსაცხადებლად) გამოიყენება საკვანძო სიტყვა var. მაგალითად, გამოვაცხადოთ ცვლადი myIncome:

var myIncome;

ყველა ცვლადს გააჩნია სახელი, რომელიც წარმოადგენს ალფავიტურ-ციფრული სიმბოლოების, გახაზვის სიმბოლოს (_) და დოლარის ნიშნის ($) თავისუფალ კომბინაციას, ამასთან ცვლადის სახელი არ შეიძლება იწყებოდეს ციფრით. ყველა სხვა სიმბოლოს გამოყენება აკრძალულია.

მაგალითდ, ცვლადების დასაშვები სახელებია:

$commision
someVariable
product_Store
income2
myIncome_from_deposit

ხოლო შემდეგი სახელები არასწორია:

222lol
@someVariable
my%percent

ასევე არ შეიძლება ცვლადს მივცეთ ისეთი სახელი, რომელიც ემთხვევა დარეზერვებულ სიტყვებს. ჯავასკრიპტში არც ისე ბევრი დარეზერვებული სიტყვაა, ამიტომ ამ წესის დაცვა რთული არაა. მაგალითად, შემდეგი ცვლადის სახელი არასწორია, ვინაიდან სიტყვა for დარეზერვებული სიტყვაა:

var for;

ჯავასკრიპტში დარეზერვებულია შემდეგი სიტყვები:

abstract, boolean, break, byte, case, catch, char, class, const, continue, debugger, default, delete, do, double, else, enum, export, extends, false, final, finally, float, for, function, goto, if, implements, import, in, instanceof, int, inteface, long, native, new, null, package, private, protected, public, return, short, static, super, switch, synchronized, this, throw, throws, transient, true, try, typeof, var, volatile, void, while, with.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯავასკრიპტის კოდი მგრძნობიარეა რეგისტრის მიმართ, შესაბამისად ქვემოთ მოცემულ მაგალითში გამოცხადებულია ორი სხვადასხვა ცვლადი:

var myIncome;
var MyIncome;

შეგვიძლია ერთდროულად რამდენიმე ცვლადის გამოცხადება, ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით:

var myIncome, procent, sum;

ტოლობის ნიშნის მეშვეობით (რომელსაც მეორენაირად მინიჭების ოპერატორს ეძახიან), შეიძლება ცვლადს მივანიჭოთ რამე მნიშვნელობა:

var income = 300;

ცვლადისთვის საწყისი მნიშვნელობის მინიჭების პროცესს ინიციალიზაცია ეწოდება.

პროგრამის შესრულების პროცესში შესაძლებელია ცვლადის მნიშვნელობის შეცვლა:

var income = 300;
income = 400;

წყარო:http://webschool.ge