Apple თავის კომპიუტერებში Intel-ის პროცესორებს აღარ გამოიყენებს

კორპორაცია Apple-მა კონფერენცია WWDC-ზე გამოაცხადა, რომ თავის კომპიუტერებში Intel -ის პროცესორებს აღარ გამოიყენებს. მის ნაცვლად Mac-ის ახალ თაობაში თავად კომპანიის მიერ შექმნილ პროოცესორებს გამოიყენებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ტიმ კუკის განცხადებით, ეს Apple-ისთვის ისტორიული დღეა. ამერიკული კომპანია ახალი პროცესორით აღჭურვილი პირველი კომპიუტერის გამოშვებას წლის ბოლომდე გეგმავს, Intel-ზე საბოლოდ უარის თქმის პერიოდი კი 2 წელს გაგრძელდება.

წყარო: https://imedinews.ge/