კომპანია Samsung-ი პერსონალური კომპიუტერების მაგიდების ახალი ხაზის ჩასაშვებად ემზადება. სიახლეს ArtPC ჰქვია და ვიზუალურად ის Apple-ის Mac Pro-ს მოგაგონებთ. Amazon-ზე უკვე შესაძლებელია წინასწარი შეკვეთის მიცემა.

სიახლის ზედაპირზე ყოველმხრივი დინამიკი Harmon Kardon არის განთავსებული, რომელსაც განათება აქვს ჩამონტაჟებული. მცირე ვერსია 1200, ხოლო სრული ვერსია – 1600 დოლარი ღირს.

Samsung ArtPC-ში ოპერაციული სისტემა Windows 10 არის დაყენებული, აქვს USB-ს ოთხი პორტი. ოფიციალური გაყიდვები Amazon-ზე 28 ოქტომბერს დაიწყება.