ავტორი: admin

ქსელური ტოპოლოგიები

ქსელური ტოპოლოგიები

ქსელური ტოპოლოგია - ქსელური მოწყობილობებისა და კაბელური ინფრასტრუქტურის ურთიერთშერწყმული კომპლექტაცია სწორად შერჩეული ქსელური ტოპოლოგია უზრუნველყოფს ქსელის საიმედო და ეფექტურ მუშაობას, ქსელური მონაცემების ნაკადების მოხერხებულ მართვას. სწორად შერჩეული ქსელური ტოპოლოგიით ქსელი უნდა გამოვიდეს ღირებულებით შედარებით იაფი, მაგრამ ამავე დროს დარჩეს შესაძლებლობა მისი შემდგომი გაფართოებისათვის საბაზო ქსელური ტოპოლოგიები ”სალტე” (Bus) ”რგოლი” (Ring). (წრიული) ვარსკვლავი (Star) აქტიური ”ვარსკლავი” (Active Star). ”ვარსკვლავი-სალტე” (Star-Bus) ანუ ”პასიური ვარსკვლავი” ტოპოლოგია ”ხე” (Tree), (რამოდენიმე ”ვარსკვლავის” გაერთიანება) ბადისებრი (mesh) ტოპოლოგია   ”სალტე” (Bus) ამ ტოპოლოგიაში ყველა კომპიუტერი შეერთებულია ერთმანეთთან ერთი კაბელით ასეთ ქსელში გ
MAC მისამართი

MAC მისამართი

ყველა კომპიუტერს  გააჩნია უნიკალური ფიზიკური მისამართი, რომელიც ცნობილია როგორც MAC მისამართი. ეს მისამართი ენიჭება მწარმოებელი ფირმის მიერ ქსელურ ადაპტერს. Ethernet MAC მისამართი ჩვეულებრივ გამოისახება 16-ით ფორმატში და შედგება 2 ნაწილისგან: – Organizationally Unique Identifier (OUI) – OUI არის 24-ბიტიანი ( 6 თექვსმეტობითი სიმბოლო) მწარმოებლის კოდი, მინიჭებული IEEE სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ. – Device Identifier – მოწყობილობის იდენტიფიკატორი არის უნიკალური 24-ბიტიანი (6 თექვსმეტობითი სიმბოლო) მნიშვნელობა, რომელიც მიენიჭება უშუალოდ მწარმოებლის მიერ და OUI-სთან ერთად ქმნის საერთო უნიკალურ მისამართს. ავტ:  ვ.ოთხოზორია, ზ.ცირამუა, შ.სვანიშვილი
რატომ IPv6?

რატომ IPv6?

Cisco
-  IPV4-მისამართის 32 ბიტი თეორიულად 232, ანუ 4294967296 მისამართს იტევს ( 4.3 მილიარდამდე) - ბოლო წლებში მომრავლებული ქსელური მოწყობილობების წყალობით IP-მისამართების დეფიციტი მივიღეთ − IPv6 128 ბიტ-ინფორმაციას შეიცავს და კოლოსალური რაოდენობის ქსელური მოწყობილობების დამისამართება შეუძლია( 2 128 რაც ოცდაცხრამეტნიშნა რიცხვია!) ახლო მომავალში, ორივე - IPv4 და IPv6 სტანდარტი იქნება თანაარსებობის პირობებში. პრობლემა ისაა, რომ IPv6 ძველ მოწყობილობებთან არათავსებადია. თუ ერთ მშვენიერ დღეს, მთელი ინტერნეტი პროტოკოლის ახალ ვერსიაზე გადავა, ყველას ძველი ქსელური მოწყობილობის ახლით შეცვლა მოუწევს IETF ქმნის სხვადასხვა პროტოკოლებს, რათა დაეხმაროს ქსელის ადმინისტრატორებს მოახდინონ მათი ქსელების მიგრაცია IPv6-ში.   Ipv4-დან Ipv6-ზე გადასვლის კატეგორიები Dual-Stack - მოწყობილობებს Dual-Sta
FAT vs NTFS – რომელია უკეთესი?

FAT vs NTFS – რომელია უკეთესი?

MS Window, OS
თუ სადმე ყური მოგიკრავთ აბრევიატურებისთვის FAT და NTFS, ნუ გეგონებათ რომ ისინი პროგრამები ან მაგიური შელოცვები არიან. ისინი დისკზე ინფორმაციის შენახვის და განლაგების ცნობილ და გავრცელებულ მეთოდებს წარმოადგენენ. ყველას, ვისაც კი თავის კომპში ამ ბოლო დროს ოპერაციული სისტემა გამოუცვლია (და არა მარტო მათ), შეხება ჰქონია ამ აბრევიატურებთან, მაგრამ არც ისე ბევრმა იცის მათი შინაარსი და პლიუს-მინუსები. შესაბამისად არც ის, თუ რომელი  და როგორ მოარგოს თავის კომპიუტერს. ამ სტატიაში შევეცდები ეს საკითხი თქვენთვის უფრო ნათელი გავხადო. სტატია მსუბუქ ვერსიად განიხილავს ამ ორ ფაილურ სისტემას. მეც შევეცდები არ გადაგტვირთოთ ზედმეტი მონაცემებით, ბოლო-ბოლო ბევრისთვის ეს პირველი შეხებაა ამ თემასთან. დისკის ორგანიზება სანამ უშუალოდ კონკრეტულ სისტემებზე გადავიდოდეთ, ზოგადად გავეცნოთ იმ განლაგებისა და შენახ
ყველაზე არასაიმედო პაროლების რეიტინგი გამოქვეყნდა

ყველაზე არასაიმედო პაროლების რეიტინგი გამოქვეყნდა

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა ინტერნეტმომხმარებლების ყველაზე არასაიმედო პაროლების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის ლიდერია პაროლი 123456, რომელსაც 23,2 მილიონი ბრიტანელი იყენებს. მას შემდეგ მოდის პაროლები 123456789», qwerty, password და 1111111. გარდა ამისა, ინტერნეტის მომხმარებლები პაროლებად ირჩევენ სახელებს, საფეხბურთო კლუბებისა და მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებებს, ასევე კომოქსის პერსონაჟების სახელებს. სპეციალისტების თქმით, 123456 უკვე 5 წელია, რაც ყველაზე არასასურველი პაროლების რეიტინგში ლიდერობს. წყარო:https://imedinews.ge
საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც მომხმარებელს ფინანსური ზარალი მიაყენა. აქედან გამომდინარე, საბანკო ასოციაცია მომხმარებელს რჩევებს უზიარებს, თუ როგორ დაიცვან თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან, კერძოდ, დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმისგან, “ფიშინგისგან”. “ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება. მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ ს
რუსეთმა Facebook და Twitter დააჯარიმა… $47 დოლარით

რუსეთმა Facebook და Twitter დააჯარიმა… $47 დოლარით

რუსეთის ინტერნეტ კომუნიკაციების ზედამხედველმა ორგანომ (Roskomnadzor) გასული წლის დეკემბერში Twitter-სა და Facebook-ს გაუგზავნა მოთხოვნა იმ სერვერების ლოკაციის შესახებ სადაც რუსეთის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები ინახებოდა. სოციალური მედიის გიგანტებმა არჩიეს არ გაემჟღავნებინათ სერვერების ადგილმდებარეობა. შედეგად რუსეთის სასამართლოში გადავიდა საქმე, სადაც მოსამართლემ Facebook და Twitter კანონის დამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით მიუსაჯა 3000 რუსული რუბლი, რაც დაალოებით $47 დოლარია. დიახ, 47 ათასი ან მილიონი კი არა, უბრალოდ $47 დოლარი. როგორც ჩანს, რუსეთს სურს მისი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი სერვერები რუსეთში იდგას და სწორედ ამიტომ წამოიწყო ეს კამპანია. $47 დოლარიანი "სასჯელი" რა თქმა უნდა არაფერია, თუმცა თუ კომპანიები არ დაემორჩილებიან, რუსეთს შეუძლია დაბლოკოს აღ
BIOS-სის ხმოვანი სიგნალები

BIOS-სის ხმოვანი სიგნალები

1. ხმოვანი სიგნალის არ არის: შეიძლება პრობლემა ქონდეს კვების ბლოკს, არ იყოს მისი კვების "შნურები" კარგად შეერთებული სხვა კომპონენტებთან. უნდა გავსინჯოთ: 1. ჩართულია თუ არა ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი კვების ბლოკზე 2.მიერთებულია თუ არა სადენით კვების ბლოკი დედა პლატაზე 3. არის თუ არა სწორად მიერთებული POWER ღილაკის სადენები დედა დაფაზე, (პოლარობასაც მნიშვბელობა აქვს) 4. სწორად არის მიერთებულია თუ არა სისტემური დინამიკი (პიშალკა) 2. უწყვეტი სიგნალი (გაბმულად წივის): სავარაუდოა რომ პრობლემები აქვს კვების ბლოკს, ან დიდი შანსია პრობლემები ქონდეს ერთ-ერთ მიერთებულ მოწყობილობას, მაგ. მყარ დისკს. სცადეთ ყველაფრის გამოერთება დედაპლატიდან გარდა პროცესორის, ქულერისა და კვების ბლოკისა, და შემდეგ ჩართეთ კომპი! (სავარაუდოდ შეიძლება კვების ბლოკს სიმძლავრეები არ ყოფნიდეს) 3. ერთი მოკლე სიგნალი: