ავტორი: admin

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც მომხმარებელს ფინანსური ზარალი მიაყენა. აქედან გამომდინარე, საბანკო ასოციაცია მომხმარებელს რჩევებს უზიარებს, თუ როგორ დაიცვან თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან, კერძოდ, დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმისგან, “ფიშინგისგან”. “ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება. მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ ს
რუსეთმა Facebook და Twitter დააჯარიმა… $47 დოლარით

რუსეთმა Facebook და Twitter დააჯარიმა… $47 დოლარით

რუსეთის ინტერნეტ კომუნიკაციების ზედამხედველმა ორგანომ (Roskomnadzor) გასული წლის დეკემბერში Twitter-სა და Facebook-ს გაუგზავნა მოთხოვნა იმ სერვერების ლოკაციის შესახებ სადაც რუსეთის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები ინახებოდა. სოციალური მედიის გიგანტებმა არჩიეს არ გაემჟღავნებინათ სერვერების ადგილმდებარეობა. შედეგად რუსეთის სასამართლოში გადავიდა საქმე, სადაც მოსამართლემ Facebook და Twitter კანონის დამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით მიუსაჯა 3000 რუსული რუბლი, რაც დაალოებით $47 დოლარია. დიახ, 47 ათასი ან მილიონი კი არა, უბრალოდ $47 დოლარი. როგორც ჩანს, რუსეთს სურს მისი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი სერვერები რუსეთში იდგას და სწორედ ამიტომ წამოიწყო ეს კამპანია. $47 დოლარიანი "სასჯელი" რა თქმა უნდა არაფერია, თუმცა თუ კომპანიები არ დაემორჩილებიან, რუსეთს შეუძლია დაბლოკოს აღ
BIOS-სის ხმოვანი სიგნალები

BIOS-სის ხმოვანი სიგნალები

1. ხმოვანი სიგნალის არ არის: შეიძლება პრობლემა ქონდეს კვების ბლოკს, არ იყოს მისი კვების "შნურები" კარგად შეერთებული სხვა კომპონენტებთან. უნდა გავსინჯოთ: 1. ჩართულია თუ არა ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი კვების ბლოკზე 2.მიერთებულია თუ არა სადენით კვების ბლოკი დედა პლატაზე 3. არის თუ არა სწორად მიერთებული POWER ღილაკის სადენები დედა დაფაზე, (პოლარობასაც მნიშვბელობა აქვს) 4. სწორად არის მიერთებულია თუ არა სისტემური დინამიკი (პიშალკა) 2. უწყვეტი სიგნალი (გაბმულად წივის): სავარაუდოა რომ პრობლემები აქვს კვების ბლოკს, ან დიდი შანსია პრობლემები ქონდეს ერთ-ერთ მიერთებულ მოწყობილობას, მაგ. მყარ დისკს. სცადეთ ყველაფრის გამოერთება დედაპლატიდან გარდა პროცესორის, ქულერისა და კვების ბლოკისა, და შემდეგ ჩართეთ კომპი! (სავარაუდოდ შეიძლება კვების ბლოკს სიმძლავრეები არ ყოფნიდეს) 3. ერთი მოკლე სიგნალი:
ვირტუალური პროგრამული უზრუნველყოფის (Hypervisor) კონფიგურაცია

ვირტუალური პროგრამული უზრუნველყოფის (Hypervisor) კონფიგურაცია

ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალი საჭირო და საინტერესო რამ შემოიტანა. სხვადასხვა ტექნოლოგიისა და სერვისის პროგრამულ-აპარატურული საშუალება იძლევა შესაძლებლობას უზრუნველყოს ინფორმაციასთან მუშაობის მოხერხებულობა და სისწრაფე. სულ უფრო რთული ხდება ამ აუარებელი ტექნოლოგიებიდან ჩვენთვის სასარგებლოს გამოყოფა და მათგან მაქსიმალური სარგებელის მიღება. მოცემულ თემაში საუბარი გვექნება ერთ-ერთ პერსპექტიულ და ნამდვილად ეფექტურ ტექნოლოგიაზე, რომელიც შემოიჭრა კომპიუტერულ სამყაროში - ეს არის ვირტუალიზაციის ტექნოლოგიები.       ვირტუალიზაციას საფუძვლად უდევს ერთი კომპიუტერის მიერ რამდენიმე კომპიუტერის სამუშაოს შესრულება, რესურსების სხვადასხვა არეებზე გადანაწილების გზით. ვირტუალური სერვერებისა და ვირტუალური სამაგიდო კომპიუტერების საშუალებით შესაძლებელია, რომ განვათავსოთ
მონაცემთა საცავები

მონაცემთა საცავები

 მონაცემთა შენახვის ფიზიკური ინფრასტრუქტურის დანიშნულებაა ინფორმაციის საიმედო და ოპტიმალური შენახვის უზრუნველყოფა და დროული მიწოდება მომხმარებლებისთვის. მეორე მოთხოვნა პირველზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციის დაგვიანებით მიღება ხშირ შემთვევაში მისი არმიღების ტოლფასია. სადღეისოდ არსებობს ინფორმაციის შენახვის ისეთი სისტემები, რომლებიც მომხმარებლებს მონაცემებთან მაქსიმალურად ეფექტური მიმართვის და მათი საიმედო შენახვის საშუალებებს სთავაზობენ.  განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული სისტემა, კერძოდ, DAS, NAS და SAN-სისტემები.    DAS (Direct Attached Storage) - მოწყობილება შიდა მეხსიერებით, პირდაპირ უერთდება ძირითად კომპიუტერს და ძირითადად ლოკალური სარეზერვო კოპირების ამოცანებს ემსახურება. მარტივად რომ ვთქვათ, DAS არის ჩვეულებრივი ხისტი დისკი, რომელიც ჰოსტთან დასაკავშირებლად ფა
სერვერული ინფრასტრუქტურის მომსახურება/განვითარება

სერვერული ინფრასტრუქტურის მომსახურება/განვითარება

   გარე მეხსიერების ის მოწყობილობები, რომლებიც დღევანდელ გამოთვლით სისტემებში გამოიყენება (ხისტი, ნახევარგამტარული, ოპტიკური), თავისთავად წარმოადგენენ ინფორმაციის საიმედო მატარებლებს ფუნქციონირების მრავალწლიანი გარანტიით, თუმცა ცხადია, მათი პირდაპირი გამოყენება განსაკუთრებით სერვერულ სისტემებში მიუღებელია. კრიტიკული ინფორმაციის (საბანკო და სადაზღვევო მონაცემთა ბაზები, სახელმწიფო და კორპორაციული ინფორმაცია) ერთ ეგზემპლარად შენახვა ინფორმაციის დაკარგვის თუნდაც მინიმალური რისკით გაუმართლებელია. სარეზერვო კოპირების და არქივაციის (იხ. ქვემოთ) ინსტრუმენტები შეიძლება ინფორმაციის კარგვისგან თავდაცვის ერთერთ მოხერხებულ მეთოდად მივიჩნიოთ, მათი გამოყენება მაინც არასაკმარისია ინფორმაციის საიმედო შენახვის პრაქტიკულად გარანტირებული უზრუნველყოფისთვის. კომპიუტერული აპარატურის მწარმოებლები გვთავაზობ
სერვერული აპარატურის კომპლექტაცია

სერვერული აპარატურის კომპლექტაცია

სერვერი - აპარატურული თვალსაზრისით შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სპეციალიზირებული კომპიუტერი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია, მასში ჩაწერილი სერვერული ოპერაციული სისტემის სერვისების სამართავად. სერვერ კომპიუტერებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მოთხოვნები კლიენტი კომპიუტერებისგან და უპასუხოს მათ.  მიზანი შესაძლებელია იყოს მონაცემთა ან აპარატურული და პროგრამული რესურსების გაცვლა კლიენტებს შორის. ამგვარი არქიტექტურა იწოდება როგორც  კლიენტი-სერვერი მოდელი. ტიპიურ კომპიუტერულ სერვერებს მიეკუთვნება: მონაცემთა ბაზის სერვერები, ფაილური სერვერი, საფოსტო სერვერი, ვებ სერვერი, სათამაშო სერვერი, ბეჭდვის სერვერი, გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის სერვერები. შენიშვნა: მიუხედავად ტიპისა და აპარატურული შესაძლებლობებისა, სერვერული სერვისების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ კომპ
ქსელთან მუშაობის საფუძვლები

ქსელთან მუშაობის საფუძვლები

Java-ს ქსელურ მხარდაჭერას საფუძვლად სოკეტის (socket) კონცეფცია უდევს. ქსელის საბოლოო წერტილის იდენტიფიცირებას სოკეტი ახდენს. სოკეტის პარადიგმა გასული საუკუნის 80ან წლებში 4.2 BSD Berkley UNIX ვერსიაში გამოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით გამოიყენება ტერმინი ბერკლის სოკეტი. სოკეტები თანამედროვე ქსელების საფუძვლებია, რადგან სოკეტი ცალკეულ კომპიუტერს უფლებას აძლევს ერთდროულად გაუწიოს მომსახურება როგოც მრავალ კლიენტს, ასევე სხვადასხვა ტიპის არაერთ ინფორმაციას. ეს პორტის (port) გამოყენების ხარჯზე მიიღწევა, რომელიც განსაზღვრულ კომპიუტერზე ნუმირებულ სოკეტს წარმოადგენს. ამბობენ, რომ სერვერული პროცესი პორტს მანამდე „უსმენს“, სანამ კლიენტი არ დაუკავშირდება მას. სერვერს მრავალი კლიენტის მიღება შეუძლია, რომლებიც პორტის ერთსა და იმავე ნომერთან არიან ჩართულები, თუმცა ყოველი სეანსი უნიკალურია. სოკეტური კომუნი
პარალელური დაპროგრამება

პარალელური დაპროგრამება

პარალელური დაპროგრამება თანამედროვე დაპროგრამების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ვინაიდან ის გარკვეულწილად ითვალისწინებს განსაკუთრებულ სიტუაციებს (გამონაკლისებს), ამიტომ აღნიშნული საკითხის განხილვა  მიზანშეწონილად ჩავთვალეთ.  განსაკუთრებული სიტუაციების (გამონაკლისების) დამუშავება გამონაკლისი არასტანდარტული სიტუაციაა, რომელიც კოდის შესრულების დროს წარმოიქმნება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, გამონაკლისი შეცდომაა, რომელიც პროგრამის შესრულების დროს იჩენს თავს. დაპროგრამების ენებში, სადაც გამონაკლისების, ანუ განსაკუთრებული სიტუაციების დამუშავება ავტომატურად არ ხდება, შეცდომები „ხელით“ უნდა შესწორდეს პროგრამისტის მიერ, რაც საკმაოდ დამღლელი და შრომატევადი პროცესია. გამონაკლისების დამუშავების თვალსაზრისით, Java ამ პრობლემებისგან გვათავისუფლებს და მათი მართვა ობიექტზე ორიენტირებულ სამ
ინტერფეისები

ინტერფეისები

interface საკვანძო სიტყვის გამოყენება საშუალებას გვაძლევს კლასის ინტერფეისი სრულად გამოვყოთ მისი რეალიზაციისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, interface საკვანძო სიტყვის გამოყენებით შეგვიძლია მივუთითოთ ის მოქმედებები, რაც კლასმა უნდა შეასრულოს, მაგრამ არა ის, თუ როგორ შეასრულოს ეს მოქმედებები. სინტაქსური თვალსაზრისით, ინტერფეისები კლასების ანალოგიურია, მაგრამ ისინი არ შეიცავენ ეგზემპლიარის ცვლადებს, ხოლო მათი მეთოდების გამოცხადება არ მოიცავს მეთოდების ტანს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ინტერფეისები ისე შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ მათი რეალიზაცია არ იქნეს მითითებული. ინტერფეისის განსაზღვრის შემდეგ, მისი რეალიზება კლასების ნებისმიერ რაოდენობას შეუძლია. ამას გარდა, ერთ კლასს ინტერფეისების ნებისმიერი რაოდენობის რეალიზება შეუძლია. ინტერფეისის რეალიზებისთვის კლასმა უნდა შექმნას ინტერფეისის მიერ გა
<img>

HTML5/CSS3, Keywords, WEB
  სურათის ტეგი სადაც შესაძლებელია სურათების ჩასმა.  მასში აუცილებლად მოთავსებული არის ატრიბუტი src ,რომელიც აღწერს თუ სურათი სად იმყოფება, ის ერთგვარად წარმოადგენს სურათის ლინკს და ზუსტად ეს გახლავთ ატრიბუტი. ქვემოთ მოცემულ img  ტეგში  ასევე გვხდება სურათის სიგანის-width  და სიმაღლის-  height ატრიბუტები. მაგალითი: <img src="surati.jpg“ width="140" height="342">   ალბათ გასაგებია, რომ 140 და 342 მისი ზომებია, საერთოდ  კი ატრიბუტის სინტაქსი ასე გამოიყურება: <ტეგი სახელი=“ცვლადი“> მოცემულ ტეგს აქვს რამდენიმე ატრიბუტი, რომელსაც HTML5 ის  მხარდაჭერა აქვს, HTML4.01-ისგან განსხვავებით, HTML4.01-ში იყო და: align, border, hspace, vspace ხოლო დარჩენილი ატრიბუტები გახლავთ: alt- ამ ატრიბუტში იწერება ტექსტი რომელიც შემდეგ არ ჩნდება საიტზე<img alt="ტექსტი"> მის აზრი ის არის რომ ეს ატ