ტექნოლოგიები

სიახლებია, IT- ტექნოლოგიებისა და პროგრამირებაში,

Google მომხმარებელთა პაროლებს 14 წლის განმავლობაში ღია ტექსტური სახით ინახავდა

Google მომხმარებელთა პაროლებს 14 წლის განმავლობაში ღია ტექსტური სახით ინახავდა

  Google მომხმარებელთა პაროლებს 14 წლის განმავლობაში ღია ტექსტური სახით ინახავდა ------------------------------------------------ Google-ს ბლოგზე სამშაბათს გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, რომ კომპანია პლათფორმა G Suite-ის მომხმარებელთა პაროლებს ღია ტექსტური სახით ინახავდა მთელი 14 წლის განმავლობაში. შეცდომა რომელიც უკვე გამოსწორებულია, პაროლების აღდგენის ფუნქციონალში მდებარეობდა. ადმინისტრატორებს შეეძლოთ ძველი პაროლის ცოდნის გარეშე დაეყენებინათ მომხმარებლის ახალი პაროლი (ეს მიღებული პრაქტიკაა), თუმცა განახლების დროს ადმინისტრატორის შეყვანილ პაროლს admin console სისტემაში ღია ტექსტური სახით ინახავდა ყველანაირი დაშიფრვის გარეშე. აღნიშნული კრიტიკული შეცდომა 2005 წლიდან არსებობს. Google-ს განცხადებით, პაროლები შიდა სისტემაში არსებობდა მხოლოდ. ერთადერთი ვარიანტი, რომ ეს პაროლები
ყველაზე არასაიმედო პაროლების რეიტინგი გამოქვეყნდა

ყველაზე არასაიმედო პაროლების რეიტინგი გამოქვეყნდა

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა ინტერნეტმომხმარებლების ყველაზე არასაიმედო პაროლების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის ლიდერია პაროლი 123456, რომელსაც 23,2 მილიონი ბრიტანელი იყენებს. მას შემდეგ მოდის პაროლები 123456789», qwerty, password და 1111111. გარდა ამისა, ინტერნეტის მომხმარებლები პაროლებად ირჩევენ სახელებს, საფეხბურთო კლუბებისა და მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებებს, ასევე კომოქსის პერსონაჟების სახელებს. სპეციალისტების თქმით, 123456 უკვე 5 წელია, რაც ყველაზე არასასურველი პაროლების რეიტინგში ლიდერობს. წყარო:https://imedinews.ge
საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც მომხმარებელს ფინანსური ზარალი მიაყენა. აქედან გამომდინარე, საბანკო ასოციაცია მომხმარებელს რჩევებს უზიარებს, თუ როგორ დაიცვან თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან, კერძოდ, დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმისგან, “ფიშინგისგან”. “ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება. მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ ს
რუსეთმა Facebook და Twitter დააჯარიმა… $47 დოლარით

რუსეთმა Facebook და Twitter დააჯარიმა… $47 დოლარით

რუსეთის ინტერნეტ კომუნიკაციების ზედამხედველმა ორგანომ (Roskomnadzor) გასული წლის დეკემბერში Twitter-სა და Facebook-ს გაუგზავნა მოთხოვნა იმ სერვერების ლოკაციის შესახებ სადაც რუსეთის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები ინახებოდა. სოციალური მედიის გიგანტებმა არჩიეს არ გაემჟღავნებინათ სერვერების ადგილმდებარეობა. შედეგად რუსეთის სასამართლოში გადავიდა საქმე, სადაც მოსამართლემ Facebook და Twitter კანონის დამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით მიუსაჯა 3000 რუსული რუბლი, რაც დაალოებით $47 დოლარია. დიახ, 47 ათასი ან მილიონი კი არა, უბრალოდ $47 დოლარი. როგორც ჩანს, რუსეთს სურს მისი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი სერვერები რუსეთში იდგას და სწორედ ამიტომ წამოიწყო ეს კამპანია. $47 დოლარიანი "სასჯელი" რა თქმა უნდა არაფერია, თუმცა თუ კომპანიები არ დაემორჩილებიან, რუსეთს შეუძლია დაბლოკოს აღ
BIOS-სის ხმოვანი სიგნალები

BIOS-სის ხმოვანი სიგნალები

1. ხმოვანი სიგნალის არ არის: შეიძლება პრობლემა ქონდეს კვების ბლოკს, არ იყოს მისი კვების "შნურები" კარგად შეერთებული სხვა კომპონენტებთან. უნდა გავსინჯოთ: 1. ჩართულია თუ არა ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი კვების ბლოკზე 2.მიერთებულია თუ არა სადენით კვების ბლოკი დედა პლატაზე 3. არის თუ არა სწორად მიერთებული POWER ღილაკის სადენები დედა დაფაზე, (პოლარობასაც მნიშვბელობა აქვს) 4. სწორად არის მიერთებულია თუ არა სისტემური დინამიკი (პიშალკა) 2. უწყვეტი სიგნალი (გაბმულად წივის): სავარაუდოა რომ პრობლემები აქვს კვების ბლოკს, ან დიდი შანსია პრობლემები ქონდეს ერთ-ერთ მიერთებულ მოწყობილობას, მაგ. მყარ დისკს. სცადეთ ყველაფრის გამოერთება დედაპლატიდან გარდა პროცესორის, ქულერისა და კვების ბლოკისა, და შემდეგ ჩართეთ კომპი! (სავარაუდოდ შეიძლება კვების ბლოკს სიმძლავრეები არ ყოფნიდეს) 3. ერთი მოკლე სიგნალი:
ზოგიერთ ქვეყანაში მობილური ინტერნეტი უფრო სწრაფია, ვიდრე Wi-Fi

ზოგიერთ ქვეყანაში მობილური ინტერნეტი უფრო სწრაფია, ვიდრე Wi-Fi

მობილურ ქსელში ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე ახლა უკვე მეტად სწრაფია, ვიდრე ბევრ ქვეყანაში Wi-Fi სიგნალი. ამის შესახებ BBC წერს. მონაცემების მიხედვით, ინტერნეტის სიჩქარე 80-დან 33 ქვეყნაში არასახარბიელო აღმოჩნდა. მონაცემები OpenSignal-მა გამოაქვეყნა. როგორც პუბლიკაციაში ვკითხულობთ, ყველაფერი ჯერ წინ არის, რადგან ძალიან მალე ბევრ ქვეყანაში 5G მობილური ინტერნეტით შეძლებს სარგებლობას მომხმარებელი. ნოემბერში ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთის 5 ქალაქი, სადაც მალე 5G ქსელით ისარგებლებენ. 5G ქსელის მეშვეობით ინტერნეტის სიჩქარე წამში 10 გიგაბაიტზე მეტი იქნება. 5G-ის წყალობით კომპიუტერში ან ტელეფონში ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩამოიტვირთება. მაგალითად, 8-გიგაბაიტიანი ფილმის გადმოწერას HD ხარისხში საშუალოდ 6 წამი დასჭირდება. 5G ინტერნეტი პირველად ფიონჩანგში 2018 წლის თებერვალში გამოსცადეს წყარო:
Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი ახალ ამბებს პროფესიონალურად წაიკითხავს

Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი ახალ ამბებს პროფესიონალურად წაიკითხავს

სულ მალე Alexa ახალ ამბებს პროფესიონალურად წაიკითხავს. Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი მომხმარებლებს ახალ ამბებს ზედმეტი „ხელოვნურობის გარეშე“, ადამიანი წამყვანის მსგავსად გააცნობს. ამის შესახებ The Verge-ი წერს. როგორც კომპანიაში განმარტეს, ხმოვანი ასისტენტი ხმის სინთეზატორს იყენებს, რომელიც ადამიანის ლაპარაკის ჩანაწერის შესწავლის საფუძველზე გამოთქმებს აუმჯობესებს და ტექსტს „ადამიანივით“ კითხულობს. რობოტის განახლებული ლაპარაკის რეჟიმი სავარაუდოდ 2019 წლიდან ამოქმედდება. Alexa-ს ლაპარაკის განვითარების რამდენიმე ფაზას მოუსმინეთ სამ აუდიოფაილზე. მანამდე ჩინეთში ახალი ამბების წამყვანი რობოტი შექმნეს. წყარო:imedinews.ge
Google-ის აპლიკაცია გამოიანგარიშებს რა დროით მოიხმართ სმარტფონს

Google-ის აპლიკაცია გამოიანგარიშებს რა დროით მოიხმართ სმარტფონს

ფოტო: shutterstock.com ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად Google-ი რეკლამის შეძენის მსურველ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდტებს იდენტიფიკაციის დადასტურებას მოსთხოვს. ამის შესახებ Engadget-ი წერს. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკვე გამოაქვეყნა მოთხოვნები, რაც პოლიტიკური რეკლამის შეძენამდე მსურველს აპლიკაციის შევსებასა და ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს. დამკვეთებს ასევე მოუწევთ დადასტურება იმისა თუ ვინ აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს. მსგავსი გადაწყვეტილება 2018 წლის შუალედურ არჩევნებამდე ამოქმედდა Google-მა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. რეგულაციების ამოქმედების მიზეზი უცხოური დეზინფორმაციის გავრცელების აკრძალვა და 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამოცდილების გაზიარებაა. Google-ის გარდა პოლიტიკური რეკლამის გამჭირვალობის მექანიზმი Facebook-მა მიმდი
LinkedIn-მა Facebook-ზე მიზნობრივი სარეკლამო ადგილის შესაძენად 18 მილიონი ელ-ფოსტა გამოიყენ

LinkedIn-მა Facebook-ზე მიზნობრივი სარეკლამო ადგილის შესაძენად 18 მილიონი ელ-ფოსტა გამოიყენ

ფოტო: shutterstock.com საქმიანი კონტაქტების დამყარებაზე ორიენტირებულმა LinkedIn-მა ვებგვერდის არაწევრი 18 მილიონი ელ-ფოსტის მისამართი უკანონოდ გამოიყენა, რათა კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე გათვლილი რეკლამა შეეძინა Facebook-ზე. ამის შესახებ  TechCrunch-ი წერს. მომხდარის შესახებ დეტალური ანგარიში ირლანდიის პირადი მონაცემების დაცვის კომისარმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ბოლო ექვსი თვის მონაცემებია თავმოყრილი. Microsoft-ის კუთვნილი LinkedIn-ი 2002 წელს შეიქმნა. სოცქსელი ძირითადად საქმიანი კონტაქტების დამყარებაზეა ორიენტირებული და მას დღევანდელი მონაცემებით 200-ზე მეტ ქვეყანაში 600-მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, აქედან 149 მილიონი მხოლოდ აშშ-დან არის. წყარი: imedinews.ge
როგორ დავმუხტოთ სმარტფონი სწორედ: ექსპერტები გვირჩევენ

როგორ დავმუხტოთ სმარტფონი სწორედ: ექსპერტები გვირჩევენ

თანამედროპვე სამყაროში სმარტფონმა ბევრი ფუნქცია შეითავსა. ის თითქმის ყველას აქვს, თუმცა მისი სწორედ გამოყენება ყველამ არ იცის. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ დამუხტვის დროს გაჯეტით სარგებლობა არ ღირს, საქმე კი იმაშია, რომ სმარტფონებში ლითიუმ-იონის აკუმულატორებია, რომლის დამუხტვაც უკეთეს შემთხვევაში ორი დღე-ღამე გეყოფათ. დამუხტვის დროს ბატარეა ხურდება, ამა თუ იმ ოპერაციის შესრულებისას კი აკუმულატორის ტემპერატურა კიდეც უფრო მაღლა იწევს. შედეგად შესაძლებელია, სმარტფონი უბრალოდ აფეთქდეს. საშუალოდ,  ბატარეის მუშაობა ერთი წლის გარანტიას იძლევა, თუმცა ხშირად ეს დრო უფრო ნაკლებს შეადგენს. მეტი ეფექტისთვის, ექსპერტები გვირჩევენ, რომ ტელეფონი 10%-ზე მეტად არ დავსვათ, არც ზედმეტად დამუხტვაა რეკომენდებული. წყარო:http://fortunaplus.ge
Tesla სმარტფონზე მუშაობს: ილონ მასკის კომპანიის ნაწარმის პირველი ფოტოები ქსელში მოხვდა

Tesla სმარტფონზე მუშაობს: ილონ მასკის კომპანიის ნაწარმის პირველი ფოტოები ქსელში მოხვდა

ილონ მასკის კომპანია Tesla სმარტფონზე მუშაობს. ამ დღეებში მოწყობილობის წინა პანელის სურათი ქსელში მოხვდა. სიახლეს კოდური სახელწოდება – Quadra აქვს. პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი გამომგონებელი სმარტფონზე მუშაობას იწყებდა, გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ტელეფონს არ ექნება ჩარჩო, კორპუსის ზედა ნაწილში კი წინა კამერის ობიეტივი და დინამიკი ექნება. უკანა კედელზე კი Tesla-ს დიდი ლოგო, ძირითადი დინამიკი და ორმაგი კამერისთვის ჭრილი განთავსდება. უახლოეს მომავალში Quadra-ს შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გაჩნდება, კერძოდ სმარტფონის გაყიდვაში გამოსვლის სავარაუდო თარიღი და ფასი. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ნეომბერში Tesla-მ სმარტფონების პორტატული დამტენი გამოუშვა, რომელიც 45 დოლარი ღირს. წყარო:ფორტუნა