სახალისო სურათები

MAC მისამართი

MAC მისამართი

ყველა კომპიუტერს  გააჩნია უნიკალური ფიზიკური მისამართი, რომელიც ცნობილია როგორც MAC მისამართი. ეს მისამართი ენიჭება მწარმოებელი ფირმის მიერ ქსელურ ადაპტერს. Ethernet MAC მისამართი ჩვეულებრივ გამოისახება 16-ით ფორმატში და შედგება 2 ნაწილისგან: – Organizationally Unique Identifier (OUI) – OUI არის 24-ბიტიანი ( 6 თექვსმეტობითი სიმბოლო) მწარმოებლის კოდი, მინიჭებული IEEE სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ. – Device Identifier – მოწყობილობის იდენტიფიკატორი არის უნიკალური 24-ბიტიანი (6 თექვსმეტობითი სიმბოლო) მნიშვნელობა, რომელიც მიენიჭება უშუალოდ მწარმოებლის მიერ და OUI-სთან ერთად ქმნის საერთო უნიკალურ მისამართს. ავტ:  ვ.ოთხოზორია, ზ.ცირამუა, შ.სვანიშვილი