Google-მა უფროსი პროგრამისტი ”გენდერული სტერეოტიპების” გამო გაათავისუფლა

კომპანია Google-მა თანამდებობიდან უფროსი პროგრამისტი, ჯეიმს დეიმორი გაუშვა. მიზეზად მისი ნათქვამი გახდა, რომ ბიოლოგიურად მამაკაცები ტექნიკური საქმის გასაკეთებლად უფრო უნარიანები არიან, ვიდრე ქალები.

პროგრამისტმა უკვე დაადასტურა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება ”გენდერული სტერეოტიპების შენარჩუნებისთვის” მიიღო.

ე.წ. დეიმორის მანიფესტი – 10 გვერდიანი წერილი, რომელიც კოლეგებს გაეგზავნათ, მალე გახდა ვირუსული. მათში ნათქვამი იყო, რომ IT-კომპანიებში ქალებისთვის წარმატების მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცებისთვის. დეიმორმა არგუმენტად ქალისა და მამაკაცის ბიოლოგიური განსხვავება მოიყვანა.

 

წყარო http://fortunaplus.ge/