JavaScript-ის კოდის შესრულება

როცა ბრაუზერი იღებს ვებგვერდს html-ისა და JavaScript-ის კოდებით, ის ახდენს მის ინტერპრეტაციას. ინტერპრეტაციის შედეგი სხვადასხვა ელემენტების სახით – ღილაკები, შეყვანის ველები, ბლოკები, გამოისახება ბრაუზერში. ვებგვერდის ინტერპრეტაცია ხდება თანმიმდევრობით ზემოდან ქვემოთ.

როცა ბრაუზერი ხედავს JavaScript-ის კოდს, მოქმედებას იწყებს JavaScript-ის ინტერპრეტატორი. სანამ ის არ დაასრულებს მოქმედებას, ვებგვერდის შემდგომი ინტერპრეტაცია ჩერდება.

ვნახოთ შემდეგი მაგალითი:

<!DOCTYPE html>
<html>
<head>
<meta charset=”utf-8″ />
<title>JavaScript</title>
<script>
alert(“სექცია head”);
</script>
</head>
<body>
<h2>პირველი სათაური</h2>
<script>
alert(“პირველი სათაური”);
</script>
<h2>მეორე სათაური</h2>
<script>
alert(“მეორე სათაური”);
</script>
</body>
</html>
აქ არის სამი ჩანართი JavaScript-ის კოდით: ერთი სექცია <head>-ში, და თითო თითოეული სათურის შემდეგ.

გავსხნათ ვებგვერდი ბრაუზერში:

მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდში არის ორი სათაური, ბრაუზერში ისინი არ ჩანს, რადგან სრულდება ჯავასკრიპტის კოდი <head>-დან. სანამ შეტყობინებას არ დავხურავთ, ვებგვერდის შემდგომი ინტერპრეტაცია შეჩერებულია.

შეტყობინების დახურვის შემდეგ ბრაუზერში გამოჩნდება პირველი სათაური და შესრულდება ჯავასკრიპტის შემდეგი კოდი, რომელიც გამოიტანს შეტყობინებას და ვებგვერდის ინტერპრეტაცია ისევ შეჩერდება შეტყობინების დახურვამდე:

სათაური

შეტყობინების დახურვის შემდეგ გამოჩნდება მეორე სათაური და შეჩერდება მესამე ჯავასკრიპტის კოდზე

მეორე სათაური

მესამე შეტყობინების შემდეგ ბრაუზერი დაასრულებს ვებგვერდის ინტერპრეტაციას და ჩატვირთვა დასრულდება. ეს მომენტი მნიშვნელოვანიამ რადგან მოქმედებს ვებგვერდის წარმადობაზე, ამიტომ ხშირად ჯავასკრიპტის კოდს ათავსებენ </body> დამხურავი ტეგის წინ, როცა ვებგვერდის ძირითადი ნაწილი უკვე ჩატვირთულია.

ჩვენს შემთხვევაში შეგვეძლო დაგვეწერა ასე:

<!DOCTYPE html>
<html>
<head>
<meta charset=”utf-8″ />
<title>JavaScript</title>
</head>
<body>
<h2>პირველი სათაური</h2>
<h2>მეორე სათაური</h2>
<script>
alert(“სექცია head”);
alert(“პირველი სათაური”);
alert(“მეორე სათაური”);
</script>
</body>
</html>
javascript-ის სინტაქსის საფუძვლები

სანამ გავაგრძელებთ პროგრამირების ენა javascript-ის შესწავლას, განვიხილოთ მისი სინტაქსის რამდენიმე ძირითადი მომენტი.

javascript-ის კოდი შედგება ცალკეული ინსტრუქციებისაგან, რომლების ბოლოვდება წერტილმძიმით:

alert(“გამოსახულების გამოთვლა”); var a = 5 + 8; alert(a);

თუმცა თანამედროვე ბრაუზერების უმრავლესობას შეუძლია ჯავასკრიპტის ინსტრუქციების შესრულება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოთავსებულია ცალ-ცალკე სტრიქონებზე წერტილმძიმის გარეშე:

alert(“გამოსახულების გამოთვლა”)
var a = 5 + 8
alert(a)

თუმცა კოდის გარჩევადობის ასამაღლებლად და შეცდომების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია თითოეული ინსტრუქცია მოთავსდეს ცალკე სტრიქონზე და დასრულდეს წერტილმძიმით:

alert(“გამოსახულების გამოთვლა”);
var a = 5 + 8;
alert(a);

ჯავასკრიპტის კოდში შესაძლებელია კომენტარების გამოყენება. კომენტარს ინტერპრეტატორი არანაირად არ ითვალისწინებს და იგი არანაირ გავლენას არ ახდენს პროგრამის მუშაობაზე. ის განკუთვნილია კოდში ორიენტაციისთვის, იმის მისათითებლად, თუ რას აკეთებს მისი ესა თუ ის ნაწილი.

კომენტარი შეიძლება იყოს ერთსტრიქონიანი, ამისთვის გამოიყენება ორმაგი სლეში:

//შეტყობინების გამოტანა
alert(“გამოსახულების გამოთვლა”);
//არითმეტიკული ოპერაცია
var a = 5 + 8;
alert(a);

გარდა ერთსტრიქონიანისა, გამოიყენება მრავალსტრიქონიანი კომენტარებიც. ამისთვის გამოიყენება სიმბოლოები: /* კომენტარის ტექსტი */ . მაგალითად:

/* შეტყობინების გამოტანა და
არითმეტიკული ოპერაცია */
alert(“გამოსახულების გამოთვლა“);
var a = 5 + 8;
alert(a);

 

წყარო:http://webschool.ge