kaspersky

კომპანია Kaspersky Lab-ის მონაცემების თანახმად, გასულ წელს შვიდიდან ერთი ინტერნეტმომხმარებელი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. ინტერნეტმომხმარებლები ჰაკერული თავდასხმების, თაღლითური შეთავაზებების, ეგრეთ წოდებული ფიშინგის, სპამის და სხვა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდნენ.

კიბერუსაფრთხოების საკითხებზე Kaspersky Lab-ის დირექტორის მოადგილემ სერგეი ნოვიკოვმა და სომხეთსა და საქართველოში კომპანიის წარმომადგენელმა არმენ კარაპეტიანმა დღეს ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარზე ისაუბრეს.

კომპანიის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ოთხიდან ერთი ინტერნეტმომხმარებელი ეგრეთ წოდებული ადგილობრივი ინტერნეტსაფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის ისეთი საფრთხეებისა, რომელიც USB ფლეშ მეხსიერების ბარათებით ვრცელდება.

კომპანიის განცხადებით, Kaspersky Lab-მა ეს მონაცემები ინტერნეტსტატისტიკის შესწავლისას, 2016 წელს მოიპოვა და ის Kaspersky Security Network Cloud Infrastructure-ის მეშვეობიდ შეგროვდა.

„საშუალოდ, საქართველოში მცხოვრები ინტერნეტმომხმარებელი რისკის წინაშე წლის განმავლობაში რვაჯერ დგება, ხოლო ადგილობრივი საზიანო პროგრამით გამოწვეული საფრთხის წინაშე წელიწადში 42-ჯერ, ანუ ხუთჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივი ინტერნეტსაფრთის წინაშე.

ამ თავდასხმების შედეგი შეიცავს მნიშნველოვანი ინფორმაციის დაკარგვის რისკს, ისეთის, როგორიცაა მომხმარებლის საიდენტიფიკაციო სახელი და პაროლი ელექტრონული ფოსტისთვის, სოციალური ქსელების ანგარიშებისთვის, ინტერნეტბანკისთვის“, – აცხადებს Kaspersky Lab-ი.

კომპანიის მონაცემებით, საქართველოში მობილური მოწყობილობების მომხმარებლების ხუთმა პროცენტმა დამაზიანებელი პროგრამების ზემოქმედება განიცხადა.

Kaspersky Lab-ის ინფორმაციით, ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროგრამები, რომლებმაც საფრთხე შეუქმნა სმარტფონების მონაცემთა დაცულობას, არის მობაილბანკინგ Trojan-ი, Svpeng-ი. კომპანიის განმარტებით, ამ პროგრამებს შეუძლია მომხმარებლის ფინანსური მონაცემების მოპოვება და მათი საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვა.

„კიბერსაფრთხეები სწრაფად იზრდება. ისინი ყოველდღიურად უფრო და უფრო განიცდის ევოლუციას და მათთან გამკლავება რთულდება. დღეს დაუშვებელია კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების იგნორირება.

დაცულობისთვის, მომხმარებლებს სიფხიზლეს ვურჩევთ მაშინაც კი, როცა მათი მოწყობილობები არ არის გლობალურ ქსელში ჩართული. მიუხედავად ამისა, კიბერსაფრთხეების შესახებ მაღალი ინფორმირებულების დონეც კი ვერ უზრუნველყოფს მისგან სრულ დაცულობას.

სწორედ ამიტომ, ყოველ მოწყობილობაზე უნდა იყოს ინსტალირებული ანტივირუსული პროგრამა, რომლებსაც კიბერკრიმინალების მიერ ჯერ კიდევ არ შექმნილი ვირუსებისგან დაცვაც შეუძლია“, – აცხადებს Kaspersky Lab-ის რეგონული წარმომადგენელი სომხეთსა და საქართველოში არმენ კარაპეტიანი.

კომპანიის განცხადებით, დღეს არა მხოლოდ კერძო მომხმარებლები დგანან კიბერშეტევების საფრთხის წინაშე, არამედ, ბიზნესორგანიზაციები, ფინანსური კორპორაციები და სახელმწიფო უწყებები.

„კიბერკრიმინალების მიზანია მოიპარონ ფული, ან კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის უსაფრთხოებისთვის.

Kaspersky Lab-ი მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი დონის გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიბერშეტევებისგან დაიცავს როგორც კერძო პირებს, ისე ორგანიზაციებს.

მათ შორისაა Kaspersky Internet Security ნებისმიერი მოწყობილობის მომხმარებლისთვის და მისი კომპლექსური დაცვის პლატფორმა Kaspersky Total Security ბიზნესისთვის, რომელიც კომპანიებს ყველა ტიპის კიბერსაფრთხისგან დაცვას სთავაზობს“, – აცხადებენ Kaspersky Lab-ში.

წყარო”http://news.ge