MAC მისამართი

ყველა კომპიუტერს  გააჩნია უნიკალური ფიზიკური მისამართი, რომელიც ცნობილია როგორც MAC მისამართი. ეს მისამართი ენიჭება მწარმოებელი ფირმის მიერ ქსელურ ადაპტერს.

Ethernet MAC მისამართი ჩვეულებრივ გამოისახება 16-ით ფორმატში და შედგება 2 ნაწილისგან:

Organizationally Unique Identifier (OUI) – OUI არის 24-ბიტიანი ( 6 თექვსმეტობითი სიმბოლო) მწარმოებლის კოდი, მინიჭებული IEEE სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ.

Device Identifier მოწყობილობის იდენტიფიკატორი არის უნიკალური 24-ბიტიანი (6 თექვსმეტობითი სიმბოლო) მნიშვნელობა, რომელიც მიენიჭება უშუალოდ მწარმოებლის მიერ და OUI-სთან ერთად ქმნის საერთო უნიკალურ მისამართს.

mac misamartebi

ავტ:  ვ.ოთხოზორია, ზ.ცირამუა, შ.სვანიშვილი