params მოდიფიკატორი

მეთოდის შექმნისას წინასწარ ვაფიქსირებთ მისთვის გადასაცემი არგუმენტების რაოდენობას. მაგრამ, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება მეთოდისათვის ცვლადი რაოდენობის არგუმენტების გადაცემა. ასეთ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ params მოდიფიკატორი. ის საშუალებას გვაძლევს მეთოდს გადავცეთ არგუმენტების ნებისმიერი რაოდენობა. params მოდიფიკატორი მასივს გამოაცხადებს როგორც პარამეტრს, რომელსაც შეუძლია მიიღოს 0, 1 და ა.შ. რაოდენობის არგუმენტი.