ჭდე: ინერნეტი

ზოგიერთ ქვეყანაში მობილური ინტერნეტი უფრო სწრაფია, ვიდრე Wi-Fi

ზოგიერთ ქვეყანაში მობილური ინტერნეტი უფრო სწრაფია, ვიდრე Wi-Fi

მობილურ ქსელში ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე ახლა უკვე მეტად სწრაფია, ვიდრე ბევრ ქვეყანაში Wi-Fi სიგნალი. ამის შესახებ BBC წერს. მონაცემების მიხედვით, ინტერნეტის სიჩქარე 80-დან 33 ქვეყნაში არასახარბიელო აღმოჩნდა. მონაცემები OpenSignal-მა გამოაქვეყნა. როგორც პუბლიკაციაში ვკითხულობთ, ყველაფერი ჯერ წინ არის, რადგან ძალიან მალე ბევრ ქვეყანაში 5G მობილური ინტერნეტით შეძლებს სარგებლობას მომხმარებელი. ნოემბერში ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთის 5 ქალაქი, სადაც მალე 5G ქსელით ისარგებლებენ. 5G ქსელის მეშვეობით ინტერნეტის სიჩქარე წამში 10 გიგაბაიტზე მეტი იქნება. 5G-ის წყალობით კომპიუტერში ან ტელეფონში ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩამოიტვირთება. მაგალითად, 8-გიგაბაიტიანი ფილმის გადმოწერას HD ხარისხში საშუალოდ 6 წამი დასჭირდება. 5G ინტერნეტი პირველად ფიონჩანგში 2018 წლის თებერვალში გამოსცადეს წყარო: