ჭდე: პარალელური დაპროგრამება

პარალელური დაპროგრამება

პარალელური დაპროგრამება

პარალელური დაპროგრამება თანამედროვე დაპროგრამების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ვინაიდან ის გარკვეულწილად ითვალისწინებს განსაკუთრებულ სიტუაციებს (გამონაკლისებს), ამიტომ აღნიშნული საკითხის განხილვა  მიზანშეწონილად ჩავთვალეთ.  განსაკუთრებული სიტუაციების (გამონაკლისების) დამუშავება გამონაკლისი არასტანდარტული სიტუაციაა, რომელიც კოდის შესრულების დროს წარმოიქმნება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, გამონაკლისი შეცდომაა, რომელიც პროგრამის შესრულების დროს იჩენს თავს. დაპროგრამების ენებში, სადაც გამონაკლისების, ანუ განსაკუთრებული სიტუაციების დამუშავება ავტომატურად არ ხდება, შეცდომები „ხელით“ უნდა შესწორდეს პროგრამისტის მიერ, რაც საკმაოდ დამღლელი და შრომატევადი პროცესია. გამონაკლისების დამუშავების თვალსაზრისით, Java ამ პრობლემებისგან გვათავისუფლებს და მათი მართვა ობიექტზე ორიენტირებულ სამ