ჭდე: სოციალურ ქსელში

როგორ შეიძლება ანონიმი მომხმარებლის ამოცნობა სოციალურ ქსელში

როგორ შეიძლება ანონიმი მომხმარებლის ამოცნობა სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში ადამიანებს საკუთარი ვინაობის დაფარვის სხვადასხვა მიზეზი აქვთ. ტროლებს თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც ანონიმურობისთვის სხვა უკვე კარგად ცნობილი მიზეზები აქვთ, არიან ისეთებიც, რომლებიც თავს ან სპეცსამსახურების თვალთვალისაგან, თაღლითებისგან ან იმავე ტროლებისაგან იცავენ. ჯერ კიდევ 2014 წლისთვის ანონიმაიზერ Tor-ის (ის ინტერნეტში ჩვენს კვალს მალავს) მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და დღეში 2,5 მილიონ ადამიანს მიაღწია. ამავე პერიოდში Facebook-ი, რომელიც მანამდე პერიოდულად ბლოკავდა Tor-იდან სერვისზე წვდომას, დათმობებზე წავიდა. მიუხედავად ყველაფრისა, სურვილის შემთხვევაში, ანონიმის იდენტიფიცირება შესაძლებელია: მათ ქსელში საკუთარი ქცევა და ჩვევები გასცემთ. შეცდომები და „სმაილები“ გარკვეულ გარემოებებში Facebook-ზე ანონიმის მიერ გაკეთებული ჩანაწერის კონკრეტულ ავტორთან დაკავშირება