ჭდე: SQL Server

Windows Server-ის უსაფრთხოება გაძლიერებულ რეჟიმში

Windows Server-ის უსაფრთხოება გაძლიერებულ რეჟიმში

Windows Firewall გაძლიერებულ უსაფრთხოების რეჟიმში (WFAS) საშუალებას იძლევა შეიქმნას უფრო დეტალიზებული წესი. მომხმარებელთა უმეტესობისთვის კომპიუტერების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სრულიად საკმარისია პარამეტრები, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი Windows Firewall-ით. უფრო რთულის სიტუაციებისთვის გამოიყენება WFAS (Windows Firewall With Advanced Security), რათა:  მოვმართოთ წესები შემომავალი და გამავალი ტრაფიკისთვის. Windows Firewall-ი არ იძლევა საშუალებას შეიქმნას წესი ტრაფიკის ტიპის საფუძველზე;  მოვმართოთ წესები კონკრეტული პროტოკოლებისთვის ან პორტებისთვის;  მოვმართოთ წესი იმ ტრაფიკისთვის, რომელიც მიმართულია კონკრეტული სერვისისკენ, და არა კონკრეტული დანართისკენ;  შევზღუდოთ ტრაფიკის წესის მოქმედების არე განსაზღვრული წყაროსთვის ან განსაზღვრული სამიზნე მისამართისთვის;