Windows 7-ის ინსტალაცია

ინსტალაციის დაწყებამდე კომპიუტერის ბიოსში ჩამტვირთველის პრიორიტეტი უნდა განვსაზღვროთ და პრიორიტეტულ მოწყობილობაში სათანადო სადისტრიბუციო დისკი ჩავდოთ. იმისათვის, რომ მივანიჭოთ პრიორიტეტი რომელიმე მოწყობილობას (DVD ან FLASH), საჭიროა შევიდეთ ბიოსში (BIOS). გვაქვს ბიოსში შესასვლელი რამდენიმე ღილაკი, სტანდარტულად ითვლება DELETE ღილაკი, ხოლო ნოუთბუქებისთვის ძირითადად გამოიყენება ESC ან F2 ღილაკი. ბიოსში შესვლისას გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა.

boot

მოწყობილობების პრიორიტეტის განსასაზღვრელად გადავდივართ Boot ჩანართში.

image

მოცემულ ფანჯარაში გვაქვს:
ა) Removable Devices – Flash მეხსიერება;
ბ) Hard Drive – მყარი დისკი (ვინჩესტერი);
გ) CD\DVD Drive -CD\DVD წამკითხველი;
დ) Network Boot – ქსელიდან ჩატვირთვა;

ჩვენს შემთხვევაში პირველ ადგილზე ვაყენებთ CD\DVD წამკითხავს, რადგან ვინდოუსის ინსტალაცია ხდება CD\DVD დისკიდან. ამისათვის ჩამოვდივართ CD\DVD-Drive-ზე და + ან – ღილაკით აგვაქვს ზევით 1-ლ ადგილზე, ხოლო მეორეზე ვტოვებთ ვინჩესტერს (Hard Drive) .
შენიშვნა: CD დისკი არ არის საკმარისი Windows 7-ის საინსტალაციო ფაილების შესანახად, ამიტომ გამოიყენება DVD დისკი. შესაბამისად დაგვჭირდება DVD დისკწამკითხავი.

222

ამ ყველაფრის შემდეგ უნდა მოხდეს ცვლილებების შენახვა. გვაქვს ორი ვარიანტი:

1) ვაწვებით F10 ღილაკს და გამოსულ მენიუში ვაჭერთ OK ღილაკზე;
2) გადავდივართ EXIT მენიუში და ვირჩევთ Exit Saving Changes და შემდეგ OK.
შენიშვნა: თუ აგვერია ბიოსში რაიმე ვაწყებით Discard Changes (ცვლილებების უგულებელყოფა) და ვინახავთ.

image

მას შემდეგ რაც BIOS-ში პირველ წამკითხველ აპარატურად დავაყენებთ CD/DVD-ს დავაინსტალიროთ სისტემა DVD დისკიდან, ამისათვის ჩავდოთ დისკი და ჩავიტვირთოთ. თუ გამოვიდა ასეთი შეტყობინება დააწექით ნებისმიერ ღილაკს.

5656

ინსტალერი დაიწყებს საჭირო ფაილების წაკითხვას.

6767

შავი ფანჯარა იცვლება ლურჯი ეკრანით.

57676

პროგრამა დააყენებს ინსტალაციისთვის საჭირო ყველა დრაივერს და გამოიტანს შეტყობინებას, რომ უნდა ავირჩიოთ სასურველი ენა.

7777

მომდევნო ეტაპზე ვირჩევთ წერის, თარიღის და ფულად ფორმატებს.

4343

მომდევნო ფანჯარაში გვაქვს 3 ვარიანტი.

545

1) Install now ამ ღილაკზე დაჭერით ვადასტურებთ, რომ სისტემას ვაყენებთ თავიდან;

2) What to know before instaling Windows – მოკლე ინსტრუქციები თუ რა უნდა ვიცოდეთ Windows 7 ინსტალაციის წინ;

3) Repair your computer – თუ გვინდა სისტემის დაზიანებული კომპონენტების აღდგენა (ეს იმ შემთხვევაში თუ დაზიანება არ არის სერიოზული).

Install now ღილაკის დაჭერის შემდეგ გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა ავირჩიოთ ოპერაციული სისტემა, რომლის დაყენებაც გვინდა. ერთმანეთს შორის განსხვავება არის ტექნიკური მოთხოვნები და დამატებითი ფუნქციები. X86 ნიშნავს 32-ბიტიან ოპერაციულ სისტემას, ხოლო X64 64 ბიტიან ოპერაციულ სისტემას.

4343

რას ნიშნავს x32, x86, x64

ბევრმა არ იცის ამ სიმბოლოების მნიშვნელობა, ზოგიერთს არც აინტერესებს, ზოგიერთს კი პირიქით. სასურველია რომ შეგეძლოთ მათი ერთმანეთისგან განსხვავება თქვენივე თავისთვის. მაგ: ალბათ შეგხვედრიათ ინტერნეტში პროგრამები რომელთა სახელწოდების შემდეგ მითითებულია: x32, x86 ან x64. ბევრი ყურადღებას არ აქცევს და განურჩევლად იწყებს მათ გადმოწერას. გადმოწერის დროს X32, x86 და x64 პროგრამებს შორის ზომის გარდა სხვა განმასხვავებელ ელემენტს ვერ აღმოაჩენთ, მაგრამ როდესაც საქმე მიდის პროგრამის დაყენებამდე უკვე წარმოიქმნება პრობლემები რომელთა მიზეზიც სწორედ ამ ნიშნების უგულებელყოფაა. პირველ რიგში გეტყვით რომ x32 და x86 ერთიდაიგივეა. ამაზე ცოტა მოგვიანებით, ეხლა კი განვასხვაოთ ერთმანეთისგან x86(x32) და x64. დავიწყოთ. არსებობს x86(x32) და ახალი x64 ტიპის არქიტექტურა. x64 ტიპის პროცესორები პირველად AMD – მ გამოუშვა ასე რომ ეს მისი ტექნოლოგიაა და შემდგომში აიტაცეს სხვა ფირმებმა… 1. x86(x32) ტიპის არქიტექტურაში იგულისხმება ის რომ, კომპიუტერის მუშაობის დროს პროცესორს (ცენტრალურ პროცესორს) ინფორმაცია მიეწოდება 32 bit – ის რაოდენობით. შესაბამისად ამ ტიპის არქიტექტურისთვის (კომპიუტერისთვის) გამოიყენება 32 ბიტიანი ოპერაციული სისტემა და რათქმაუნდა პროგრამებიც. 2. ხოლო x64 ტიპის არქიტექტურაში იგულისხმება რომ, კომპიუტერის მუშაობის დროს პროცესორს (ცენტრალურ პროცესორს) ინფორმაცია მიეწოდება 64 ბიტის ოდენობით. შესაბამისად ამ ტიპის არქიტექტურისათვის (კომპიუტერისთვის) გამოიყენება 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემა და პროგრამები. x64 არის ახალი თაობის პლატფორმა თუ ოპერაციული სისტემა, რომელიც ნელ-ნელა იმკვიდრებს ფეხს მსოფლიო ბაზარზე. P.S. რაც უფრო მეტი ბიტი გადაეცემა პროცესორს ერთი გადაცემით მით უფრო სწრაფია კომპიუტერი… x86(x32) ტიპის არქიტექტურაზე (ანუ კომპიუტერზე) არ შეიძლება დავაყენოთ x64 ტიპის ოპერციული სისტემა. ზოგიერთ შემთხვევაში დაყენების დროს ამოვარდება შეცდომა სისტემის შეუთავსებლობის შესახებ ან მსგავსი შინაარსის მქონე შეტყობინება. ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლებელია მოხდეს ოპერაციული სისტემის დაყენება მაგრამ იმუშავებს ხარვეზებით. x64 ტიპის არქიტექტურაზე შესაძლებელია დავაყენოთ x86(x32) ტიპის ოპერაციული სისტემა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გამოვიყენებთ x64 ტიპის არქიტექტურის სრულ შესაძლებლობებს. როგორც ზევით აღვნიშნე x86(x32) ტიპის არქიტექტურაში ინფორმაციის გადაცემა ხდება 32 ბიტის ოდენობით, ხოლო x64 ტიპის არქიტექტურას შეუძლია გადასცეს 64 ბიტი. ანუ გამოდის რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ 64 ბიტის გადაცემის საშუალებას და ცენტრალურ პროცესორს გადაეცემა მხოლოდ 32 ბიტი. სისტემა იმუშავებს ისეთივე სიჩქარით როგორს მუშაობდა x86(x32)-ის შემთხვევაში. ასე რომ ამ ტიპის არქიტექტურაზე უნდა დაინსტალირდეს შესაბამისი x64 – ოპერაციული სისტემა და x64 – პროგრამები.

ამის მერე გამოვა ლიცენზიის ამსახველი ფანჯარა Microsoft software license terms. „პწიჩკით“ მონიშნეთ სადაც წერია I accept license terms და დააჭირეთ Next.

image

მომდევნო ფანჯარაში უნდა ავირჩიოთ ინსტალაციის ტიპი. გვაქვს ორი ვარიანტი Upgrade და Custom (Advanced).

4646

Upgrade – ის შემთხვევაში Windows 7-ის მოძველებული ვერსია შეგვიძლია გავაახლოთ, ამასთანავე შევინახოთ ფაილები, პროგრამები და სხვა საჭირო ინფორმაცია. ამ ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გაშვებული არსებულია Windows-ი (ანუ ის ვერსია რომლის გაახლებაც გვინდა). რეკომენდებულია თუ გააკეთებთ შესანახი ფაილების ასლს.

Custom (Advanced) – ის შემთხვევაში დაინსტალირდება windows 7-ი თავიდან. ამ შემთხვევაში არ შეინახება არსებული ფაილები და პროგრამები (საუბარია იმ დისკზე სადაც ხდება Windowsინსტალაცია).

Custom (Advanced)– ზე დაჭერით გამოვა შემდეგი ფანჯარა.

4646

გვაქვს ორი ვარიანტი:
1. დაინსტალება შეიძლება მყარი დისკის ლოგიკურ დისკებად დაყოფის გარეშე მთლიან      ვინჩესტერზე, შემდეგ კი, სპეციალური პროგრამების მეშვეობით, შესაძლებელია მისი დაყოფა სასურველი ზომის ლოგიკურ დისკებად;
2. წინასწარ განვსაზღვროთ, რა ზომის დანაყოფი (განყოფილება) გვჭირდება სისტემისათვის, გამოვყოთ ამ ზომის ლოგიკური დისკი და შემდეგ სწორედ მასზე დავაინსტალოთ სისტემა. ბუნებრივია, ეს დისკი იქნება პირველადი ლოგიკური დისკი.
თავიდანვე გაითვალისწინეთ: თუ ერთ კომპიუტერზე ორი ოპერაციული სისტემის ჩაწერას აპირებთ, უმჯობესია, პირველი სისტემისათვის წინასწარ გამოყოთ ლოგიკური დისკი და დარჩენილი ნაწილი დაუფორმატებელი დაუტოვოთ მეორე სისტემას. როგორც აღვნიშნეთ, ამ დროს წინასწარ უნდა განისაზღვროს სისტემური დისკის ზომა. გაითვალისწინეთ: თუ თქვენი კომპიუტერის დანიშნულება მხოლოდ საოფისე პროგრამების გამოყენებით და ინტერნეტით სარგებლობით ამოიწურება, მაშინ საკმარისია 20 გიგაბაიტის გამოყოფა. თუ გსურთ გრაფიკული პაკეტების დაინსტალებაც და სხვა დამატებითი პროგრამების დაყენება, მაშინ გამოყავით 25 გიგაბაიტი, სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ 30 გიგაბაიტამდე დისკის მოცულობის გამოყოფაც, მაგრამ მეტის გამოყოფას Windows 7-ისთვის და
სისტემური კომპონენტებისთვის უბრალოდ აზრი არ აქვს. თამაშები და სხვა განსაკუთრებით დიდი პროგრამული პაკეტები, როგორც წესი, მიზანშეწონილია, დაინსტალდეს დამატებით დისკზე, მაგალითად D:-ზე.

სურათზე მონიშნულია დაუყოფელი, მთლიანი მყარი დისკი. აქ უნდა განსაზღვროთ სისტემური დისკის ზომა.

ფანჯარაში შემოთავაზებულია მოქმედების გაგრძელების შემდეგი საშუალებები.

მონიშნული ელემენტის Windows 7 -ის ინსტალაციისათვის გამოყენების მიზნით დააჭირეთ Next -ს;

ახალი დანაყოფის შესაქმნელად დააჭირეთ New -ს.

შევქმნათ ახალი დანაყოფი34566

ჩვენს მიერ განხილულ ფანჯარაში ჩანს 20478 მეგაბაიტი, ეს ამ შემთხვევაში, მყარი დისკის სრული მოცულობაა. თუ გვინდა, რომ ახალი დანაყოფის ზომა იყოს 10 გიგაბაიტი, ჩაწერეთ 10000 დააჭირეთ Apply-ს და დაბრუნდებით წინა ფანჯარაში განსხვავება იქნება ის, რომ ერთი მთლიანი დისკი ორად გაიყო. მივიღეთ ერთი 10 ათას მეგაბაიტიანი განყოფილება და დანარჩენი დისკის დაუყოფელი მოცულობა. ჩვენს შემთხვევაში რადგან მყარი დისკის ზომა გვაქვს 20 გიგაბაიტი, ამის გაყოფას აზრი არ აქვს და ეგრევე Apply ღილაკს ვაწვებით.

646

ამგვარად, სისტემის დაინსტალებისთვის გამოვყავით 20 ათას მეგაბაიტიანი (20 გიგაბაიტი) განყოფილება . დაბლითა მხარეს ჩანს ღილაკები Delete (დანაყოფის წასაშლელად) და Format (დასაფორმატებლად). ავირჩიოთ სასურველი ლოკალური დისკი (რომელზეც გვინდა Windows 7-ის დაყენება) და დავაჭიროთ NEXT-ს. დაიწყება დისკზე საინსტალაციო პაკეტის გადაწერა, შემდეგ კოპირებული ფაილების ინსტალაცია.

8978

image

image

საჭირო ფაილების გადაწერისა და ინსტალაციის შემდეგ კომპიუტერი თვითონ გადაიტვირთება და დაიწყებს ხელახალ ჩატვირთვას.

5454

323

ჩატვირთვის შემდეგ სისტემა დაიწყებს ინსტალაციის დასრულებას.

3434

რომელიც გაგრძელდება გადატვირთვის შემდეგ ასე,

სწდ

დაიწყება მომზადება კომპიუტერის პირველად გამოსაყენებლად.

image

ავტომატურად მოხდება ვიდეო გამოსახულების გამოტანის გასწორება.

ტგტრ

გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეიყვანოთ მომხმარებლის და კომპიუტერის სახელი.

დფგდფ

მოცემულ ფანჯარაში უნდა მიუთითოთ თქვენი პაროლი და პაროლის შემახსენებელი რაიმე სიტყვა ან ფრაზა.

image

როგორც ყოველთვის გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა მიუთითოთ სერიული ნომერი, რომელიც DVD-ს ყუთს აწერია. ეს ნაბიჯი შეგიძლიათ გამოტოვოთ თუ გაქვთ გატეხილი ვერსია.

ფტრ

მომდევნო ფანჯარაში აირჩიეთ Use Recommended Settings, რითაც ეთანხმებით რომ ოპერაციულ სისტემას ჰქონდეს ავტომატური განახლების მხარდაჭერა.

ფგტფგ

ავირჩიოთ სასურველი დროის სარტყელი საქართველოსთვის . გრინვიჩის მერიდიანის მიხედვით ჩვენ ვართ +4 სარტყელში (UTC +04:00) Tbilisi. ქვემოთ აღნიშნული პუნქტი Automatically adjust clock for Daylight Saving Time უზრუნველყოფს მსოფლიო სტანდარტის მიხედვით ზაფხულის დროიდან ზამთრის დროზე გადასვლისას კომპიუტერის საათის ერთი საათით წინ ან უკან ავტომატურად გადაწევას. რადგან ჩვენთან დრო აღარ იცვლება, ეს პუნქტი გამორთეთ.

რტრტ

ბოლოს კი უნდა აირჩიოთ კომპიუტერის ადგილმდებარეობა. მოცემული გექნებათ სახლის, სამსახურის და ინტერნეტ კაფეს ოპციები. აირჩიეთ შესაბამისი.

image

დანარჩენს სისტემა ჩვენს ჩაურევლად გააგრძელებს.

სდფდფსდფსდფ
და ბოლოს გამოჩნდება ფანჯარა, რაც იმის მანიშნებელია, რომ Windows 7-ის ინსტალაცია დასრულდა.

დეფ

სისტემური მოთხოვნები

რეკომენდებული:

1) პროცესორი – 1 GHZ და მეტი 32- ბიტიანი(X86) და 64-ბიტიანი(X64) პროცესორისთვის;

2) ოპერატიული მეხსიერება – 1GB(32-bit) და 2GB(64-bit);

3) მყარი დისკი – 16 GB(32-bit) და 20GB(64-bit) თავისუფალი ადგილით;

4) ვიდეოკარტა – DirecX9-ის მხარდაჭერით;

5) DVD/RW მოწყობილობა;

6) კლავიატურა და მაუსი;

7) ქსელის კარტა;

8) ხმის კარტა და დინამიკები;

9) Windows XP რეჟიმისთვის დამატებით 1GB ოპერატიული მეხსიერება და 15GB თავისუფალი ადგილი ვინჩესტერზე.

გისურვებთ წარმატებებს!!!